კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭი ფრანგმა სებასტიან ლოებმა, რამაც მას Castrol-ის სარბოლო რეიტინგში მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა.
შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი პლანეტის უძლიერესი ავტომრბოლის გამოვლენისთვის არის შექმნილი. გასაგებია, რომ ეს მისია ძალიან რთულია, მაგრამ აღნიშნული მცდელობა წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ სერიას თავისი "წონა" გააჩნია, რასაც ავტორიტეტულ ექსპერტთა ჯგუფი ადგენს.
მაგალითად, აქ შედიან დევიდ კულტჰარდი და ჯონი ჰერბერტი. სეზონში ეტაპების რიცხის მიხედვით, რბოლაში გამარჯვება სხვადასხვაგვარად ფასდება.
მაგალითად, NASCAR-ის
რეიტინგში გათვალისწინებულია ყველანაირი მიღწევები - საკვალიფიკაციო პოზიციებიდან დაწყებული, ლიდერობის წრეების რაოდენობით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ მათემატიკური მოდელი, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ დაბალანსებული და საგულისხმო რეიტინგია. თითოეული უქმეების განმავლობაში პილოტები იღებენ ახალ ქულებს და კარგავს შარშანდელ ქულებს - ასე რომ, ითვალისწინებენ მხოლოდ ბოლო 12 თვის შედეგებს.
სებასტიან ლოებმა შარშანდელი სეზონის ბოლო რბოლაში ფინიშამდე ვერ მიაღწია, ამჯერად კი ესპანეთში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, რეიტინგში ფრანგმა სოლიდური შევსება მიიღო და “სიტროენის" პილოტმა არა მარტო მესამედან მეორე პოზიციამდე გადაინაცვლა, არამედ, შესამჩნევად დაშორდა ფერნანდო ალონსოს, რომელიც გასულ კვირას ისვენებდა.
მაგრამ ლოები წელს, ქულებს ვეღარ მოიპოვებს, ფორმულა 1-ის პილოტებს კი თადარიგში კიდევ ორი რბოლა აქვთ და შეუძლიათ გაუსწრონ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს. რამდენად გამოუვათ ეს, მალე შევიტყობთ.
სებასტიან ფეტელიც კი, თუ ის ოსტინსა და სან პაულუში ვერც ერთ ქულას ვერ აიღებს, წინ გაუშვებს უძლიერეს რალისტს.
ახალ რეიტინგში აღსანიშნავია კიდევ ერთი რალისტის, ესპანეთის ეტაპზე მეორე ადგილზე გასული მიკო ჰირვონენი ათეულში დაბრუნდა და კინაღამ გაუსწრო თანამემამულე კიმი რაიკონენს. სხვა მხრივ, პოზიციები უცვლელი დარჩა.
რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 232
2. ს. ლოები (რალი) 20 327
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 105
4. მ. უებერი (ფორმულა 1) 18 447
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 242
6. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 370
7. უ. პაუერი (IndyCar) 16 305
8. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 928
9. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 15 304
10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 131
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"