სწორედ ეს კლასიფიკაცია გვაძლევს ყველაზე ობიექტურ სურათს, რადგან გამოთვლებისას ითვალისწინებენ ყველა პილოტის მიღწევას გასულ სეზონში - რა სერიაშიც არ უნდა ასპარეზობდეს ავტომრბოლელი და რამდენჯერაც არ უნდა იყოს გასული ტრასაზე.
ბოლო სარბოლო უქმეებზე განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს ფორმულა 1-ის წარმომადგენლებმა – "დიდი პრიზის" პილოტებმა პირველი შვიდი ადგილიდან ექვსი დაისაკუთრეს.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ წლის პილოტი
ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ფორმულა 1-ის პილოტები ისე ხშირად ართმევდნენ წელს ქულებს ერთმანეთს, რომ ვერაფერი დაუპირისპირეს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს. რაღაცის შეცვლის შანსი ჰქონდა ლუის ჰემილტონს, მაგრამ ნიკო ჰოულკენბერგთან ავარიამ მხოლოდ მეოთხე ადგილი მოუტანა ბრიტანელს.
უფრო ქვემოთ კი სერიოზული ცვლილებები მოხდა. მორიგი შედეგიანი რბოლა ჩაატარა კიმი რაიკონენმა და საბოლოოდ, "ლოტუსის" პილოტმა, რომელიც ერთი წლის წინ მეოთხე ასეულში იმყოფებოდა, ჯენსონ ბატონსა და IndyCar-ის პილოტ უილ პაუერს გაასწრო და ერთბაშად ორი საფეხური მოიგო. ფინელი სან პაულუში ოდნავ უკეთ რომ გამოსულიყო, მარკ უებერის ჩამოტოვების შანსიც ექნებოდა.
ივლისის შემდეგ პირველად დაბრუნდა საუკეთესო ოცეულში ფელიპე მასა - საშინაო გრანპრიზე პოდიუმი სეზონის წარმატებულ დასასრულად უნდა ჩაითვალოს "ფერარის" პილოტისთვის. ნიკო როსბერგი კი, რომელიც ორი თვის წინ პირველ ათეულში შედიოდა, მორიგი უფერული გამოსვლის შემდეგ 21 პოზიციამდე დაეშვა.
2012 წლის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 587
2. ს. ლოები (რალი) 20 327
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 105
4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 702
5. მ. უებერი (ფორმულა 1) 16 977
6. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 16 594
7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 515
8. უ. პაუერი (IndyCar) 16 305
9. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 921
10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 131
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"