ეტაპის წინ ლიდერი იყო ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი. შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპის შემდეგ პირინეელი მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ესპანელს 21 წუთი და 26 წამი დაუბრუნეს მომსახურე პერსონალის არაკორექტული მუშაობის გამო. შესაბამისად, საინსი გენერალური კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე დაბრუნდა.
თუმცა მესამე ეტაპზე კარლოსმა ტრასა არც ისე კარგად გაიარა და გამარჯვებულს მთელი ნახევარი საათით ჩამორჩა, რაც საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითებად დაუჯდა.
მესამე ეტაპი კი
არ გაუმართლა გენერალურ კლასიფიკაციაში სამეულის პრეტენდენტს, პოლონელ კშიშტოფ ჰოლოვჩიკს: ის სერიოზულ ავარიაში მოხვდა და ბრძოლა შეწყვიტა.
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 5:34.26; 2. ნასელ ალ-ატიია (Buggy) - +6.33; 3. ლუსიო ესეკიელ ალვარესი (Toyota) - +18.11; 4. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +21.10; 5. კარლოს საინსი (Buggy) - +21.16; 6. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +30.22...
* * *
მოტოციკლების კლასში პირველ ორ ეტაპზე არც ისე კარგად მიდიოდა ფავორიტი საჯინიბოს - KTM-ის საქმეები, რითაც მაშინვე ისარგებლეს კონკურენტებმა, თუმცა მესამე ეტაპის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ახლა გენერალურ კლასიფიკაციას ლოგიკური და პროგნოზირებული ლიდერი ჰყავს.
შესანიშნავი ტემპი განავითარა მოქმედმა ჩემპიონმა, ფრანგმა სირილ დეპრემ, რომელმაც არა მარტო გააბათილა რვაწუთიანი ჩამორჩენა, არამედ გენერალურ კლასიფიკაციას ჩაუდგა სათავეში და უახლოეს მდევარს - ასევე KTM-ის წევრს ფრანსისკო ლოპესს თითქმის სამ წუთს უგებს. არადა, საინტერესო ის არის, რომ დეპრემ ვერ შეძლო ეტაპის მოგება - ის მხოლოდ მესამე იყო ლოპესისა და პაულო გონკალვეშის შემდეგ.
რაც შეეხება გენერალური კლასიფიკაციის წინა ლიდერს, ხოან ბარედა ბორტს, მან ძალიან ბევრი წააგო და ტოპ-ოცეულის ბოლოში აღმოჩნდა.
საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 6:15.03; 2. ფრანსისკო ლოპესი (KTM) - +2.51; 3. პოლ ანდერს ულევალსეტერი (KTM) - +4.59; 4. ოლივიე პენი (Yamaha) - +6:03; 5. დავიდ კასტო (Yamaha) - +6.08; 6. ხერემიას ისრაელ ესკერე (Honda) - +6.19...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარის ლეგენდა სტეფან პეტერანსელმა მოგებით დაიწყო