რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სხვა სებასტიანის დრო დგება

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მექსიკამ უმასპინძლა. იმის გამო, რომ ამ ეტაპში მონაწილეობას არ იღებდა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, პირველობისთვის ყველა დაძაბულ ბრძოლას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

სანამ ლოები თანდათან მიდის კლასიკური რალიდან, ამასობაში ამ სერიაში ახალი ლიდერი იბადება სებასტიან ოჟიეს სახით. ეს ახალგაზრდა ფრანგი ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე, როცა "სიტროენში" ლოების თანაგუნდელი იყო. მთელ რიგ ეტაპებზე ის დიდ წინააღმდეგობას უწევდა თავის თანამემამულეს და რომ არა "სიტროენში" გამოყენებული გუნდური ტაქტიკა, ვინ იცის, იქნებ ჩემპიონის ტიტულზეც განეცხადებინა
პრეტენზია.

როცა "ფოლკსვაგენმა" რალიში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, იქვე გახდა ცნობილი, რომ გერმანელთა გუნდის პირველი პილოტი ოჟიე იქნებოდა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კავშირმა გაამართლა. "ფოლკსვაგენმა" და ოჟიემ თავიანთი ამბიციები წინა ეტაპზე დაადასტურეს, როცა შვედეთის თოვლიან გზებზე დაამარცხეს ლოები. ახლა კი მექსიკის ღორღიან გზებზე ჰქონდათ დებიუტი.

ოჟიემ სამივე დღე სტაბილურად იარა, ბოლოს ბონუსური სპეცმონაკვეთიც მოიგო და ამით ქულათა მაქსიმუმი ჩაიწერა აქტივში. სებასტიანმა სამ წუთზე მეტი მოუგო უახლოეს მდევარს, "სიტროენის" წევრ მიკო ჰირვონენს და ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 31 ქულით გაასწრო ლოებს.

მექსიკის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 4:30.27,000; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 4:33.55,900; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 4:34.50,800; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 4:36.33,700; 5. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - 4:39.01,600; 6. კრის ატკინსონი (ავსტრალია, Citroen) - 4:41.55,000; 7. კენ ბლოკი (აშშ, Ford) - 4:42.15,300; 8. ბენიტო გუერა (მექსიკა, Mitsubishi) - 4:43.16,800...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 74 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 43; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 30; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 27; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 26; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 25; 7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 15; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - 14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "ფოლკსვაგენმა" დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული