რობერტ კუბიცას ბრწყინვალე დაბრუნება... და ავარია

AutoSharing Option
2011 წლის თებერვალში საშინელი ავარიის შემდეგ, პირველ სერიოზულ ავტოტურნირში მიიღო მონაწილეობა პოლონელმა რობერტ კუბიცამ. ის რალიში ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპის სტარტზე გავიდა და ორდღიანი რბოლის პირველ დღეს ფანტასტიკური შედეგი აჩვენა. თითქოს, კუბიცას კარიერაში არ ყოფილა უმძიმესი ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზა. პოლონელმა პირველ დღეს ყველა (!) სპეცმონაკვეთი მოიგო, რასაც სტარტის წლის ვერავინ წარმოიდგენდა. კუბიცა ყველაზე სწრაფი იყო, როგორც სველ ტრასაზე, ასევე მშრალ ასფალტზე.

პირველი დღის შემდეგ, მეორე ადგილს დამაჯერებლად ინარჩუნებდა მთავარი ფავორიტი იან კოპეცკი და მეორე დღეს, მასსა და კუბიცას შორის
დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

მაგრამ, სამწუხაროდ, კუბიცამ ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო. პოლონელი, რომელსაც ერთწუთიანი უპირატესობა ჰქონდა, მეორე სპეცმონაკვეთზე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ნაადრევად დაასრულა ეტაპი. საბედნიეროდ, მის ეკიპაჟში არავინ დაშავებულა.

პოლონელის გამოთიშვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ პლანზე გამოვიდა კოპეცკი, რომელსაც გამარჯვების შანსი არ ექნებოდა, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს ავარია რომ არ შემთხვეოდა. ჩეხმა პილოტმა ხუთი სპეცმონაკვეთი მოიგო და დაამტკიცა თავისი უპირატესობა მეორე ადგილზე გასულ კრეიგ ბრინთან ორთაბრძოლაში.

კოპეცკი გენერალურ კლასიფიკაციაში 76 ქულით ლიდერობს და ბრინს 18 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ კუბიცა რალიში წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული