მომავლის ავტომობილები: Mitsubishi GR-HEV, KIA Provo, Subaru VIZIV და სხვა

AutoSharing Option
ჟენევის ავტოშოუ დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით და შემოგთავაზებთ იქ წარმოდგენილი მომავალის მანქანების საუკეთესო ეგზემპლარებს.

ItalDesign Giugiaro Parcour
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიური Giugiaro-ს გამოჩენამ, რომელიც ახლა, "ფოლკსვაგენის" საკუთრებაა. იტალიური სტილი და გერმანული პრაგმატიზმი - საკმაოდ პერსპექტიული კავშირია. რაც შეეხება უშუალოდ კონცეპტ Parcour-ს, ის, პირველ რიგში, გამორჩეულია რევოლუციური დაკიდებით. ის ზუსტად იმის ანალოგია, რასაც ფორმულა 1-ში გამოიყენებენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ძელების ნაცვლად გამოიყენება რვა რეგულირებადი ამორტიზატორი. მანქანა აღჭურვილია "ლამბორგინის" 5.2-ლიტრიანი V10-ით, რომლის სიმძლავრე 550 ცხენის
ძალას შეადგენს. მანქანა საათში 100 კილომეტრს 3.6 წამში ანვითარებს.

Alfa Romeo Gloria
"ალფა რომეოს" სტენდზე საპატიო ადგილი ეჭირა უჩვეულო კონცეპტს. მოდელი Gloria შეიმუშავეს ევროპის დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტების მონაწილეობით და თითოეულმა მათგანმა ამ სამუშაოსთვის სატრანსპორტო დიზაინის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო. სტუდენტების მთავარი ამოცანა იყო "ალფა რომეოს" ესთეთიკური ღირსებები მიეტანათ აზიელი და ამერიკელი მომხმარებლებისთვის.

ავტომობილის კონსტრუქცია ითვალისწინებს V6 და V8 ტურბო-ძრავების მონტაჟს. ცხადია, რომ თუ მანქანა სერიულ წარმოებაში ჩაეშვება, ის იგივე აგრეგატებით აღიჭურვება, როგორითაც Maserati Quattroporte-ის ახალი თაობა.

Sportall.Ge

KIA Provo
კორეული KIA-ს წარმომადგენლები ამტკიცებდენ, რომ მათი კონცეპტი - Provo ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი იყო ჟენევის ავტოშოუზე. მომავალში, ამ შოუკარისგან შექმნიან B-კლასის ავტომობილს. ავტოს გაბარიტული ზომებია: სიგრძე - 3,88 მეტრი, სიგანე - 1,77 მეტრი. კონსტრუქციაში აქტიურად გამოიყენება შუშა, რომლისგანაც არის დამზადებული მანქანის წინა ნაწილი (შუშის პანელი, სანათების დამცავი და რადიატორის გისოსი).

კონცეპტის ოპტიკა მთლიანად დიოდურია და შესაძლებელია განათების ხასიათის პროგრამირება. რაც შეეხება ძრავას, მანქანა აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი GDI-ით და ელექტროძრავით. ძალისმიერი აგრეგატის საერთო სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა.

Sportall.Ge

Mitsubishi GR-HEV
"მიცუბიშის" სტენდზე უცნაურმა პიკაპმა მიიპყრო ყურადღება. ძალისმიერი აგრეგატი, რომელიც დიზელის ძრავისა და ელექტროძრავისგან შედგება, საკმაოდ მარტივია და მისი მიღება ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება. ეს ჯერ კონცეპტია, მაგრამ სერიული ვერსია მისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

Sportall.Ge

Opel Adam Rocks
Opel Adam ისედაც ცნობილი მანქანაა. ახლა, წარმოდგენილ იქნა კროსოვერის ვერსია, რომელიც ჯერჯერობით კონცეპტის დონეზე არსებობს. სერიული Adam-სგან ის 15 მილიმეტრით გაზრდილი კლირენსით განსხვავდება. გარდა ამისა, Adam Rocks-ს გამოარჩევს პლასტიკური დაკიდება, რბილი სახურავი და დიდი რადიუსის ლითიუმის დისკები.

Sportall.Ge

Subaru VIZIV
კომპანია Subaru-მ გვიჩვენა, რა მიმართულებით მიდის ამ მარკის დიზაინერული და ტექნოლოგიური აზრები. ამ კონცეპტში ნაჩვენებ სტილისტურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს Subaru-ის მომავალ სერიულ მოდელებში გამოიყენებენ. ამაზე ლაპარაკობს შოუ-კარისთვის შერჩეული სახელი - Vision for Innovation, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება - "ნოვატორული ხედვა". კონცეპტ-კარის გაბარიტები არაფრით გამორჩეული არ არის: 4320 მილიმეტრი სიგრძეში, 1900 მილიმეტრი - სიგანეში და 1510 მილიმეტრი - სიმაღლეში. მისი გარეგნობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია: რადიატორის დიდი გისოსი და მახვილი ხაზები.

Subaru VIZIV მოძრაობაში მოდის ჰიბრიდური ძალისმიერი აგრეგატით, რომელიც შედგება 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავისგან და ორი ელექტროძრავისგან.

Sportall.Ge

Toyota GT 86
სპორტკარ Toyota GT 86-ის წარმატებული ვერსია, ჯერ მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს. იმედია, მალე სერიული გამოშვება დაიწყება. პროექტი განახორციელა მილანურმა დიზაინ-სტუდიამ. კაბრიოლეტის ზომები მთლიანად ემთხვევა კუპეს ვერსიას: სიგრძე - 4240 მმ, სიგანე - 1750 მმ, სიმაღლე - 1270 მმ. მანქანამ მიიღო ელექტრონული მრავალშრიანი ქსოვილის სახურავი და უკანა ხედვის სარკე, რომელიც იმალება უკანა სავარძლების ზურგსუკან. კონცეპტი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძალისმიერ აგრეგატთან ერთად მუშაობს 6-საფეხურიანი მექანიკა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟენევის ავტოშოუს სპორტქარები: LaFerrari, Lamborghini Veneno, McLaren P1, Alfa Romeo 4C
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული