ამჯერად, "მაკლარენის" ბრიტანელ პილოტს არა ფორმულა 1-ის ბოლიდის, არამედ სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის მართვა მოუწია, მათ შორის, უკვე ისტორიად ქცეული ვაზ-2103-ის. თანაც, ჯენსონს არა უბრალოდ მართვა, არამედ ფიგურული ტარების ოსტატობა ევალებოდა.
იმ მხიარული კომენტარების მიხედვით, რომელიც ჯენსონმა თავის "ტვიტერზე" დატოვა, "ჟიგულის" მართვამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.
"მე "ლადასთან" ერთად ვაჩვენე, როგორ უნდა მანქანის დამორჩილება იმ ღონისძიებაზე, რომელიც უსაფრთხო მართვას ეძღვნება", - დაწერა ბატონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ორმაგი ინტერვიუ "მაკლარენის" ბაზიდან