სარბოლო უქმეები: ლოებისა და ოჟიეს დუელის მოლოდინში

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ.

ესპანეთის ხერესის ტრასა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს უმასპინძლებს. ოსტინში წინა რბოლის დროს ძალიან ლამაზი გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა მარკ მარკესმა, რომელმაც ამჯერად განაცხადა, რომ ხერესის ტრასაზე პოდიუმითაც კმაყოფილი დარჩება. თუმცა პირველ სამეულში მოხვედრაზე პრეტენდენტები მრავლად არიან: მარკესის თანამემამულეები ხორხე ლორენსო და დანი პედროსა, აგრეთვე ვალენტინო როსი, რომელმაც ჩააგდო წინა ეტაპი და ახლა წინ წასული ლიდერების დაწევას შეეცდება.

* * *
კლასიკური რალის პილოტები არგენტინაში ჩავიდნენ. ამ
ეტაპის მთავარი ინტრიგაა - ჩემპიონატის ლიდერის, სებასტიან ოჟიესა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის, სებასტიან ლოების დაპირისპირება. სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლებს წელს ხშირად ვერ ვნახავთ, რადგან ლოები არ ატარებს სრულფასოვან ჩემპიონატს, მის გარეშე კი ოჟიეს დომინირება ამ სეზონში აშკარაა. მის ფონზე სხვები ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებიან. ამიტომაც საინტერესოა, ჩააბარებს თუ არა გამოცდას "ფოლკსვაგენის" პილოტი ლოებთან პაექრობის დროს.

* * *
დაბოლოს, გერმანიის ჰოკენჰაიმში იწყება DTM-ის მორიგი სეზონი. კანადელი ბრუნო შპენგლერი (BMW) ტიტულის დაცვას შეეცდება, მას კი ამაში ხელს შეუშლიან ისეთი პილოტები, როგორებიც არიან - გარი პაფეტი ("მერსედესი"), მატიას ექსტრიომი ("აუდი"), ჯეიმი გრინი ("აუდი"), მარტინ ტომჩიკი (BMW), მაიკ როკენფელერი ("აუდი"), ტიმო გლოკი (BMW)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგენდარული სებასტიან ლოები მსოფლიოს ჩემპიონატში ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული