13 წლის პილოტი დოპინგს იღებდა

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) პოლონელი კარტინგისტის - იგორ ვალილკოს დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. FIA-ის ანტისადოპინგო კომიტეტმა 13 წლის სპორტსმენის ორგანიზმში ნიკეტამიდი აღმოაჩინა, რომელიც აკრძალული სიმულატორების სიაშია შეტანილი.

ვალილკო დოპინგზე 18 ივლისს, კარტინგში გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის შემდეგ შეამოწმეს. პოლონელმა იმ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. როგორც პილოტის ოფიციალური ვებგვერდი ამტკიცებს, გერმანულმა მხარემ დოპინგზე მხოლოდ უცხოელი მრბოლელები შეამოწმა, რომლებიც ხუთეულში მოხვედრაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

FIA-ის პრესრელიზის მიხედვით, ვალილკოს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გაუქმდა მისი შედეგები კარტინგის ჩემპიონატში, აგრეთვე ჩამოერთვა აქამდე
მოგებული პრიზები და ჰონორარები. პოლონელს 21 დღის განმავლობაში შეუძლია ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული