ლე მანის 24-საათიან რბოლაში ტრაგედია დატრიალდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლე მანის საქვეყნოდ ცნობილ 24-საათიან რბოლაზე ტრაგედია დატრიალდა.

"ასტონ მარტინის" გუნდის დანიელი პილოტი ალან სიმონსენი ავარიაში მოყვა და დაიღუპა.

34 წლის პილოტმა რბოლა თავის კლასში პოულიდან დაიწყო, მაგრამ უკვე მესამე წრეზე მოსახვევში ვერ შევიდა და ჯებირს დაეჯახა.

მიუხედავად იმისა, რომ სიმონსენი გონზე იყო და გზაში ექიმებსაც ელაპარაკებოდა, საავადმყოფოში ის გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალან სიმონსენი მეშვიდედ მონაწილეობდა ლე მანის 24-საათიან რბოლაში.

1997 წლის მერე ლე მანის ავტოდრომზე 24-საათიან რბოლაში ტრაგედია არ დატრიალებულა. მაშინ სებასტიენ ანჟოლრა დაიღუპა.

ასევე იხილეთ:
ერთი პილოტი ტრასაზე
დაიღუპა, მეორე პოლიციის ტყვიით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული