რბოლას წინ უძღოდა საინტერესო მოვლენები, რამაც, საბოლოოდ, ძალიან გააღარიბა ეს ეტაპი. საქმე ისაა, რომ მეორე და მესამე თავისუფალი პრაქტიკების დროს ავარიაში მოყვნენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო და წლევანდელი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი დანი პედროსა. შედეგად, ლორენსოს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლავიწის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ მეორე ოპერაცია დასჭირდა და შემდეგ ეტაპზე - აშშ-ის გრანპრიზე აპირებს დაბრუნებას. რაც შეეხება პედროსას, დაცემისას მანაც ლავიწის ძვალი დაიზიანა, მაგრამ ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა რბოლაში გამოსვლას, თუმცა ტრასაზე გასვლა
პედროსასა და ლორენსოს არყოფნაში პოული მარკ მარკესმა მოიგო, მეორე კი კელ კრატჩლოუ იყო. თუმცა მათ ჩააგდეს 14 ივლისის სტარტი, რითაც კარგად ისარგებლეს ვალენტინო როსიმ და შტეფან ბრადლმა. ამ უკანასკნელმა პირველი წრის შუაში გაუსწრო როსის და პელოტონის წინა ნაწილმა ასეთი სახე მიიღო: ბრადლი, როსი, ესპარგარო, მარკესი, კრატჩლოუ, ბაუტისტა...
ობიექტურად, ესპარგარო თავისი მოტოთი ვერ შეძლებდა ლიდერთა ტემპით მოძრაობას და ის თანდათან პელოტონის შუაში მოექცა. მარკესმა კი შესანიშნავი კონტრშეტევით გვერდი აუარა ჯერ როსის, შემდეგ ბრადლს და პირველ პოზიციაზე გადავიდა. ახალგაზრდა ესპანელისთვის ხელი არავის შეუშლია და 30 წრის გასვლის შემდეგ გამარჯვება იზეიმა, რითაც ჩემპიონატის ახალი ლიდერი გახდა.
როსიმ და კრატჩლოუმ ერთობლივი მონდომებით ამოაგდეს ბრადლი პოდიუმის პრეტენდენტთა სიიდან. რაც შეეხება მათ პირად დუელს, აქ ინგლისელი იყო უფრო ძლიერი. ბოლოსკენ კრატჩლოუ კომფორტული მანძილით დაშორდა როსის და მარკესსაც დაეწია, მაგრამ შეტევაზე გადასვლა ვერ მოასწრო. ასე რომ, პოდიუმზე ის მრბოლელები ავიდნენ, რომლებმაც ორი კვირის წინ ჰოლანდიაში გამოიჩინეს თავი, ოღონდ სხვა თანმიმდევრობით.
გერმანიის გრანპრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 30 წრე; 2. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +1,559; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +9,620; 4. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +13,992; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +21,775; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +25,080...
საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 138 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 136; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 127; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 107; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 101; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 74
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვალენტინო როსის 993 დღე