პოულის მფლობელმა მარკმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა - თანაგუნდელ დანი პედროსას უკან. "ჰონდას" დუეტი თანდათან შორდებოდა კონკურენტებს და ესპანელები მხოლოდ ერთმანეთში იბრძოდნენ.
თავდაპირველად პედროსა ლიდერობდა, მაგრამ რბოლის ეკვატორზე მან ტემპს მოუკლო, რადგან წინა საბურავი "მედიუმისა" ჰქონდა, მარკესს კი უფრო მყარი "ჰარდი" ეყენა. ამის გამო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.
საბოლოოდ, მარკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შეინარჩუნა ოსტინში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი - ხუთიდან ხუთი. პედროსა კი მეორე ადგილზეც კი
ისევ გაუცრუა იმედები თავის გულშემატკივრებს ხორხე ლორენსომ: ყოფილმა ჩემპიონმა მეექვსე ადგილიდან აიღო სტარტი და მეცხრეზე გავიდა. რაც შეეხება ამ სეზონში ორი რბოლის მომგებ მავერიკ ვინიალესს, მან პირველივე წრეზე დაკარგა კონტროლი თავის "იამაჰაზე" და გამოეთიშა ბრძოლას. ესპანელი ამ მომენტისთვის მეოთხე პოზიციაზე იყო.
ვინიალესის წაფორხილებით ისარგებლა ვალენტინო როსიმ, რომელმაც საერთო ჩათვლაში ლიდერობა მოიპოვა. ლეგენდარულ იტალიელს 56 ქულა აქვს და ექვსით უსწრებს თანაგუნდელს. მესამეზე გადავიდა მარკესი - მისი ჩამორჩენა როსისთან 18 ქულაა.
აშშ-ის გრანპრი
1. მარკესი (ჰონდა) - 43.58,770
2. როსი (იამაჰა) - +3,069
3. პედროსა (ჰონდა) - +5,112
საერთო ჩათვლა
1. როსი (იამაჰა) - 56
2. ვინიალესი (იამაჰა) - 50
3. მარკესი (ჰონდა) 38
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"