შეჯიბრის დროს დაიღუპა 25 წლის იტალიელი ანდრეა ანტონელი, რომელიც "კავასაკის" მოტოციკლით GoEleven-ის გუნდის ღირსებას იცავდა.
რბოლა წვიმიან ამინდში მიმდინარეობდა. სტარტის შემდეგ იტალიელი უმძიმეს ავარიაში მოყვა, ზურგზე დაეცა და თან წაქცეულს ლორენცო ძანეტის მოტოციკლი დაეჯახა. ანდრეა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ფუძის მოტეხილობა დასახელდა.
ინციდენტის შემდეგ რბოლა შეწყდა, ბოლოს კი საერთოდ გაუქმდა. არ ჩატარებულა ასევე ძირითადი კატეგორიის - სუპერბაიკის მეორე ცდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"