25 წლის მოტომრბოლელს სველ ტრასაზე მოცურება სიცოცხლის ფასად დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
მოტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსული ეტაპი ტრაგედიით დასრულდა.

ავარიამ Kawasaki-ს 25 წლის პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. რბოლის დაწყებისთანავე ძლიერი წვიმა დაიწყო, რაც კატასტროფის მთავარი მიზეზი გახდა.

იტალიელმა ანდრეა ანტონელიმ ბაიკი ვერ დაიმორჩილა და სველ ასფალტზე მოსრიალდა, ტრასაზე დავარდნილს კი უკან მომავალმა მრბოლელმა დიდი სისწრაფით გადაუარა.

რბოლა მაშინვე შეწყდა. პილოტის გადარჩენის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - მიღებული ტრავმებით ახალგაზრდა მრბოლელი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული