ამ ეტაპს დამატებით ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ კლასიკურ რალიში ბოლო რბოლას ატარებდა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი სებასტიან ლოები. მას ბოლო დღემდე ჰქონდა ეტაპის მოგების შანსი, მაგრამ არ გაუმართლა – სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მისი “სიტროენი” გადაბრუნდა და სახურავით დაეცა ტრასაზე.
ამის შემდეგ ოჟიეს აღარ გასჭირვებია დანარჩენი კონკურენტების დამარცხება და სეზონში მეშვიდე ეტაპის მოგებით,
სამწუხაროდ, წარუმატებლად დაასრულა კლასიკურ რალიში კარიერა ლოებმა. სხვათა შორის, ეს იყო მისი პირველი გამოვარდნა ეტაპიდან 2012 წლის იტალიის რალის შემდეგ.
WRC2-ის დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, რომელიც სეზონში მეოთხედ მოხვდა ძირითადი დივიზიონის ტოპ-ათეულში. ამით მან ლიდერობა დაიბრუნა WRC2-ის გენერალურ კლასიფიკაციაში.
სამი კვირის შემდეგ, 24-27 ოქტომბერს გაიმართება ბოლოსწინა ეტაპი – ესპანეთის რალი. რა თქმა უნდა, საჩემპიონო ინტრიგა აღარ არსებობს, სამაგიეროდ, ბრძოლა მიმდინარეობს საერთო ჩათვლაში მეორე და მესამე ადგილებისთვის. პრეტენდენტები არიან ნოივილი, ლატვალა, სორდო და ჰირვონენი. თან, კონსტრუქტორთა თასზეც ჯერ არაფერია გარკვეული.
საფრანგეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 2:53.07,6; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - +12,2; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +19,5; 4. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +1.14,1; 5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +3.10,9; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +3.37,7; 7. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +4.04,2; 8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - +4.35,2...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 238 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 143; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 125; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 117; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 111; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) - 81; 7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 57; 8. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - 57...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რალი: ერთი სებასტიანი მეორეს შეუტევს