"პეჟოს" წევრებმა სებასტიან ლოებმა და სტეფან პეტერანსელმა კიდევ ერთხელ მიანიშნეს ყველას, რომ ერთმანეთში აპირებენ პირველობის გათამაშებას "დაკარი-2017"-ზე. მერვე დღეს უკეთ ლოები გამოიყურებოდა. რაღაც მომენტში, მისი უპირატესობა პეტერანსელზე ხუთ წუთს გადაცდა, თუმცა ფინიშზე სხვაობა სამწუთნახევრამდე დავიდა. ასე რომ, გენერალურ კლასიფიკაციაში ლოები სულ რაღაც წუთნახევარს უგებს თანაგუნდელს, რაც ძალიან მცირე უპირატესობაა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "ტოიოტამ" საბოლოოდ დაკარგა საერთო გამარჯვების
* * *
მოტოციკლების კლასში, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერისთვის სემ სანდერლენდისთვის. მართალია, ბრიტანელმა ეტაპზე მესამე დრო აჩვენა, სამაგიეროდ, უფრო სწრაფი იყო საერთო ჩათვლაში თავის მთავარ კონკურენტებზე - პაბლო კინტალიაზე და ადრიენ ვან ბევერენზე. არადა, სანდერლენდმა ბოლო 100 კილომეტრი უკანა მუხრუჭების გარეშე იარა. შთამბეჭდავი გამოსვლა იყო და ახლა, მისი უპირატესობა კინტალიაზე 21 წუთს შეადგენს.
ავტო. საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (პეჟო) - 20:10.05
2. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - +1.38
3. სირილ დეპრე (პეჟო) - +17.17
4. ნანი რომა (ტოიოტა) - +23.36
5. მიკო ჰირვონენი (მინი) - +53:41
მოტო. საერთო ჩათვლა
1. სემ სანდერლენდი (KTM) - 22:01.08
2. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +20.58
3. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +28.49
4. მატიას ვალკნერი (KTM) - +34.14
5. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +34:24
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"