თავდაპირველად, იმ ჟურნალისტებმა, რომლებსაც მუდმივი აკრედიტაცია აქვთ ფედერაციისგან, სამი საუკეთესო დაასახელეს, ახლა კი სტარტი აიღო კონკურსის მეორე ფაზამ - არჩევანი უნდა გააკეთონ ათი ადამიანიდან, რომლებმაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მიიღეს.
ეს სია ასე გამოიყურება:
- იოსტ კაპიტო (Volkswagen Motorsport-ის ხელმძღვანელი)
- ედუაარდო ფრეიტასი (FIAWEC-ის სერიის დირექტორი)
- მონიშა კალტენბორნი ("ზაუბერის" ხელმძღვანელი)
- ტომ კრისტენსენი (FIAWEC-ის ჩემპიონი)
- რობერტ კუბიცა (FIA WRC-ის ჩემპიონი)
- სებასტიან ლოები (რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი)
-
- ედრიან ნიუი ("რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი)
- სებასტიან ოჟიე (რალიში მსოფლიოს ჩემპიონი)
- სებასტიან ფეტელი (ფორმულა 1-ის ჩემპიონი)
ათივე კანდიდატი მიწვეული იქნება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოცხადდება გამარჯვებული. გარდა ამისა, "ფეისბუქში", ფედერაციის გვერდზე გრძელდება ხმის მიცემა "წლის საუკეთესო მომენტზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"