ავტოსპორტი: ვინ იქნება წლის პიროვნება?

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა "წლის პიროვნების" ნომინაციაში 10 პრეტენდენტის სია.

თავდაპირველად, იმ ჟურნალისტებმა, რომლებსაც მუდმივი აკრედიტაცია აქვთ ფედერაციისგან, სამი საუკეთესო დაასახელეს, ახლა კი სტარტი აიღო კონკურსის მეორე ფაზამ - არჩევანი უნდა გააკეთონ ათი ადამიანიდან, რომლებმაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მიიღეს.

ეს სია ასე გამოიყურება:

- იოსტ კაპიტო (Volkswagen Motorsport-ის ხელმძღვანელი)
- ედუაარდო ფრეიტასი (FIAWEC-ის სერიის დირექტორი)
- მონიშა კალტენბორნი ("ზაუბერის" ხელმძღვანელი)
- ტომ კრისტენსენი (FIAWEC-ის ჩემპიონი)
- რობერტ კუბიცა (FIA WRC-ის ჩემპიონი)
- სებასტიან ლოები (რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი)
-
ივან მიულერი (FIA WTCC-ის ჩემპიონი)
- ედრიან ნიუი ("რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი)
- სებასტიან ოჟიე (რალიში მსოფლიოს ჩემპიონი)
- სებასტიან ფეტელი (ფორმულა 1-ის ჩემპიონი)

ათივე კანდიდატი მიწვეული იქნება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოცხადდება გამარჯვებული. გარდა ამისა, "ფეისბუქში", ფედერაციის გვერდზე გრძელდება ხმის მიცემა "წლის საუკეთესო მომენტზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული