ხსოვნა ტრაგედიით დამთავრდა

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი იტალიელი მოტომრბოლი დორიანო რომბონი საჩვენებელი რბოლის (Sic Supermoto Day) დროს, შეჯახების შედეგად დაიღუპა.

როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, 45 წლის რომბონიმ რბოლის დროს თავი ვერ შეიმაგრა თავის მოტოციკლზე და ტრასაზე დაცემის შემდეგ, მას ჯანლუკა ვიციელო დაეჯახა. მოტოგრანპრის ყოფილი პილოტი ვერტმფრენით რომის სამხრეთით, ქალაქ ლატინას საავადმყოფოში გადაიყვანას, სადაც მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

Sic Supermoto Day-ის რბოლა ეძღვნებოდა კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი მოტომრბოლის მარკო სიმონჩელის ხსოვნას, რომელიც 2011 წელს, მალაიზიის გრანპრის დროს ამერიკელ კოლინ ედვარდსთან და თანამემამულე ვალენტინო როსისთან შეჯახების შემდეგ
დაიღუპა.

ჩემპიონთა რბოლა არ იქნება?
ჩემპიონთა რბოლა, რომელიც 14-15 დეკემბერს ბანგკოკში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, გადაიდოს ან სხვა ქალაქში გადაიტანონ ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის გამო.

ტაილანდის დედაქალაქში ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების დაკავება სცადეს. ამის გამო, რბოლის ორგანიზატორებმა საგანგებო სხდომა მოიწვიეს, დღეს კი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ "ჩემპიონთა რბოლის" ბედის შესახებ.

განიხილება სამი ვარიანტი: რბოლის გადატანა უფრო მოკრძალებულ პჰეტბურის სტადიონზე, შოუს მარტში ჩატარება ან ბანგკოკში რბოლის გამართვა დათქმულ ვადაში, თუმცა ორგანიზატორები ბოლო ვარიანტს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ თუნდაც იმიტომ, რომ მღელვარება ხელს შეუშლის მაყურებელებს ტრიბუნების შევსებაში

ბევრმა ქვეყანამ უკვე ურჩია საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ტაილანდში გამგზავრებისგან იქამდე, სანამ სიტუაცია სტაბილური გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული