დაკარი 2014: ინტრიგა უდაბნოში დაბრუნდა

AutoSharing Option
ავტომარათონ დაკარის მეცხრე ეტაპმა ინტრიგა აღადგინა ავტომობილების კლასში. რალი-რეიდის მონაწილეებმა ჩილეში უდაბნო ატაკამას მიაღწიეს და შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ცვლილებები გენერალურ კლასიფიკაციაში.

ავტომობილების კლასში ფრანგი სტეფან პეტერანსელი პედანტურად და მეთოდურად ამცირებს ჩამორჩენას ლიდერ ხოან ნანი რომასთან. მეცხრე ეტაპზე სტეფანი მუდმივად ოდნავ უფრო სწრაფი იყო ესპანელზე და საბოლოოდ, 11 წუთი მოუგო კონკურენტს. შესაბამისად, ცოტა ხნის წინ, საერთო ჩათვლაში რომას სერიოზული უპირატესობისგან მხოლოდ 12 წუთი დარჩა, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც პეტერანსელმა 14 იანვრის ეტაპზე მოიგო.

ჩააგდო ეტაპი კარლოს საინსმა. მეოთხე საშუალედო ფინიშისთვის ესპანელი
პეტერანსელის ტემპით მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ მის "ბაგის" პრობლემები შეექმნა და დღის წესრიგში დადგა რალი-რეიდიდან მოხსნის საკითხი. მაგრამ საათნახევრის დაკარგვის შემდეგ საინსმა მოძრაობა გააგრძელა და 30-ე მივიდა ფინიშთან. ეს ჩავარდნა მას გენერალურ კლასიფიკაციაში ორი პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. ახლა საინსი მერვეა საერთო ჩათვლაში.

* * *
ბოლო რამდენიმე ეტაპია, მოტოციკლების კლასში პირველ სამ ადგილზე ფავორიტები - კომა, ბარედო ბორტი და დეპრე გადიან. 14 იანვარს კომას პირველობის ჯერი იყო. მართალია, მან მხოლოდ ორი წუთი მოუგო ბარედო ბორტს, მაგრამ ამან საშუალება მისცა, საერთო ჩათვლაში თავისი უპირატესობა 40 წუთამდე აეყვანა. მესამე ადგილზე გასულმა დეპრემ კი 23 წუთამდე შეამცირა ჩამორჩენა მეოთხე ადგილთან და 51 წუთამდე - მესამესთან. ფრანგისთვის საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი რეალური ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული