დაკარი 2014: დაკარის მეფეს ორი წუთი დარჩა

AutoSharing Option
რალი-რეიდ დაკარის მეათე ეტაპის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ავტომობილების კლასში. რალის მონაწილეები კვლავაც ჩილეში, უდაბნოში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს - მეათე ეტაპის დისტანცია იკიკესა და ანტოფაგასტას შორის გადიოდა.

ეტაპის გამარჯვებული გახდა ყატარელი ნასერ ალ-ატიია, რომლისთვისაც ეს მეორე გამარჯვება იყო წლევანდელ დაკარზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი: "დაკარის მეფედ" წოდებულმა სტეფან პეტერანსელმა, რომელიც მეორე მივიდა ფინიშთან, დაახლოებით 11 წუთი მოუგო საერთო ჩათვლის ლიდერს, ესპანელ ხოან ნანი რომას.

ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში რომასა და პეტერანსელს შორის სხვაობა მხოლოდ ორი წუთი და 15 წამია ესპანელის სასარგებლოდ.
ასე რომ, პეტერანსელი ძალიან მიუახლოვდა კარიერაში მე-12 ტიტულს.

წარუმატებლად დასრულდა დაკარი ლეგენდარული კარლოს საინსისთვის. ერთ-ერთ მონაკვეთზე ესპანელი რალისტის მანქანამ სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც კარლოსმა დაასრულა გამოსვლა წლევანდელ ავტომარათონზე.

რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. ეტაპი მოიგო ესპანელმა ხოან ბარედა ბორტმა, რომელმაც 11.5 წუთით აჯობა მარკ კომას. თუმცა ამ უკანასკნელის ლიდერობას საერთო ჩათვლაში საფრთხე არ დამუქრებია - კომა ბარედას 44 წუთს უგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაკარი 2014: ინტრიგა უდაბნოში დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული