დაკარი 2015: ბოლივიაში რთული იყო

AutoSharing Option
არგენტინისა და ჩილეს გზების უკან მოტოვების შემდეგ, "დაკარის" მონაწილეებმა ბოლივიის ტერიტორიაზე "შეიარეს".

მეშვიდე ეტაპზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია "მინის" გუნდმა. ოღონდ, ამჯერად, ყველაზე სწრაფი არა ყატარელი ნასერ ალ-ატიია, არამედ არგენტინელი ორლანდო ტერანოვა იყო.

321 კილომეტრი დისტანცია სამხრეთამერიკელმა სამ საათსა და 30 წუთში დაფარა. ბოლივიის მთები არასტუმართმოყვარე აღმოჩნდა ალ-ატიიასთვის: ის სამჯერ გაჩერდა გულისრევის შეგრძნების გამო და ფინიშზე მხოლოდ მეშვიდე მივიდა.

მიუხედავად ამისა, ყატარელმა შეინარჩუნა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში, თუმცა უახლოეს მდევართან, სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსთან სხვაობა რვა ქულამდე შემცირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული