რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დრამა თოვლში

AutoSharing Option
დრამატულად დასრულდა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - შვედეთის რალი. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ფოლკსვაგენის" პილოტმა სებასტიან ოჟიემ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია თავისი ახალგაზრდა პარტნიორის, ნორვეგიელი ანდრეას მიკელსენის შეცდომის ხარჯზე. სკანდინავიელი ბოლო სპეცმონაკვეთის დროს შეცდა, როცა ძალიან ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან.

ბოლო 15-კილომეტრიანი სპეცმონაკვეთის წინ მიკელსენი სამ წამს უგებდა ოჟიეს, მაგრამ ერთ-ერთი მოსახვევისას ნორვეგიელი ტრასიდან გადავარდა, თოვლის გროვაში ჩავარდა და ამის გამო 40 წამი დაკარგა. მან ტრასაზე დაბრუნება მაყურებლების დახმარებით შეძლო. ოჟიემ ეს ამბავი უკვე ფინიშზე შეიტყო და განაცხადა:
"სტარტიდან ფინიშამდე ბოლომდე ვუტევდი. ეს გასაოცარი გამარჯვებაა. ვამაყობ ამ პირველი ადგილით და ძალიან ბედნიერი ვარ".

მიკელსენის შეცდომით ბელგიელმა ტიერი ნოივილმაც ("ჰიუნდაი") იხეირა და საბოლოო ოქმში მეორე ადგილი დაიკავა, ნორვეგიელი კი მხოლოდ მესამეზე გავიდა.

შვედეთის რალი
II ეტაპი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 2:55.30,5; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - +6,4; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - +39,8; 4. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - +2.26,0; 5. ჰეიდენ პადონი (ახ. ზელანდია, "ჰიუნდაი") - +3.31,5; 6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +3.53,0; 7. კრის მიკი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +4.05,8; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +4.26,0...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 53 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - 30; 2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - 30; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - 19; 5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 14; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 14; 7. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - 12; 8. კრის მიკი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 10 8. ჰეიდენ პადონი (ახ. ზელანდია, "ჰიუნდაი") - 10...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული