ადრე ამ გუნდის რიგებში ირიცხებოდა ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი, რომელიც ახლა "ტორო როსოს" საპრიზო პილოტია.
"ფორმულა 4"-ში სეზონი 25 აპრილს დაიწყება - იმ დროისთვის მიკ შუმახერი უკვე 16 წლის იქნება. მიხაელის ვაჟმა, რომელიც ადრე დედის გვარით (ბეტჩი) გამოდიოდა, ბოლო სეზონები საკარტინგო სერიებში გაატარა, სექტემბერში კი KF-Junior-ის კლასში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ უმცროსმა შუმახერმა გამოაცხადა, რომ მისი მიზანია - გახდეს
"ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ მისი თვისებები ტესტებზე. ამიტომაც მოუთმენლად ველით სეზონის დაწყებას. ბოლო წლებში ჩამოგვიყალიბდა ტრადიცია - შევთავაზოთ გერმანიის კარტინგის ჩემპიონატის მეორეპრიზიორს ჩვენთან მუშაობა. სწორედ ასე დავიწყეთ ურთიერთობა მიკ შუმახერთან გასულ შემოდგომაზე. მან მთელი დღე გაატარა ჰოლანდიაში ჩვენს ბაზაზე სიმულატორთან, შემდეგ კი თვალს ვადევნებდით მის მუშაობას ვალენსიაში ტესტებზე. საბოლოოდ, შევთანხმდით "ფორმულა 4"-ში გამოსვლაზე", - განაცხადა Van Amersfoort Racing-ის ხელმძღვანელმა ფრიტც ვან ამერსფორტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"