ფორმულა-4: პატარა შუმახერის პირველი პრიზი

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა, 16 წლის მიკ შუმახერმა სადებიუტო რბოლა ჩაატარა გერმანულ "ფორმულა 4"-ში და მეცხრე მივიდა ფინიშთან. არადა, უმცროსმა შუმახერმა მხოლოდ მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი. სულ რბოლაში 35 პილოტი იღებდა მონაწილეობას.

რბოლის შემდეგ მიკმა საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მიიღო, ამიტომაც მიხაელის ვაჟი ეტაპის სამ საუკეთესო პილოტთან ერთად ოშერსლებენის ავტოდრომზე დაჯილდოვების ცერემონიაში იღება მონაწილეობას.

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი რბოლის მსვლელობისას პროგრესი, - განაცხადა ფინიშის შემდეგ გერმანელმა. - ვერ ვიფიქრებდი, რომ საუკეთესო ახალბედა გავხდებოდი. გუშინდელი კვალიფიკაციისა და ჩემი სასტარტო
პოზიციის შემდეგ საბოლოო შედეგმა ძალიან გამახარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ თუ იცით მიკი რომელ ადგილზე გავიდა?
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს:
"რბოლის შემდეგ მიკმა საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მიიღო, ამიტომაც მიხაელის ვაჟი ეტაპის სამ საუკეთესო პილოტთან ერთად ოშერსლებენის ავტოდრომზე დაჯილდოვების ცერემონიაში იღება მონაწილეობას" ------- ამ დიდი წინადადების აზრი თუ იცით საერთოდ? მეეჭვება იცოდეთ, საუკეთესო დებიუტანტის პრიზის მიღებისთვის პოდიუმზე არავინ "მიგასუნინებს".
ან საიდან მოიტანეთ, რომ სამ საუკეთესო პილოტთან ერთად იყო დაჯილდოვებაზე? ანუ დაჯილდოვებაზე ოთხი პილოტი რომ იყო საიდან მოიტანეთ?
ცოტა მეტი წაიკითხეთ, თუ არ უყურებთ :)))))))) ან ის სტატიები ბოლომდე წაიკითხეთ და ისე თარგმნეთ მაინც.
ამ სტატიას კი ეტყობა, რომ გაგონილზე დაწერილიც რომ არ არის :)))))))))))
პ.ს. მიკ შუმახერმა ეს რბოლა მოიგო და ამიტომაც იმყოფებოდა პოდიუმზე და არა იმიტომ რომ მეცხრე მივიდა ფინიშთან (ეს ცნობისთვის)
Gulshematkivari
22:05 26-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული