მიხაელ შუმახერის ვაჟის პირველი ავარია

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა - მიკ შუმახერმა ტრავმა მიიღო გერმანული ფორმულა 4-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ავსტრიაში, Red Bull Ring-ის ტრასაზე გაიმართა. ეს იყო მხოლოდ მეორე რბოლა 16 წლის გერმანელის კარიერაში. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა შუმახერმა აპრილის ბოლოს, გერმანიის ოშერსლებენში ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამარჯვებას მიაღწია.

მაგრამ მეორე უქმეები მიკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. შაბათს ის პირველივე წრეზე გადააგდეს ტრასიდან. გუშინ, მეორე რბოლაში შუმახერი ისევ აღმოჩნდა სხვების შეცდომის მსხვერპლი - ფინიშთან ახლოს, შუმახერზე შეტევისას, ტომას კრაინინგმა არასწორად შეაფასა მანძილი მანქანებს შორის და შუმახერის ბოლიდი კედელს
მიანარცხა.

ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა, მიკი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პილოტს ხელის მსუბუქი მოტეხილობა აქვს. იმის გამო, რომ რბოლა არ განაახლეს და ჩათვალეს შედეგები ბოლოსწინა, მე-15 წრის მიხედვით, შუმახერმა მეათე ადგილისთვის ერთი ქულა მოიპოვა. მაგრამ მას მოუწევს ბელგიის სპაზე მომდევნო ეტაპის გამოტოვება, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

ავსტრიაში შაბათს და კვირას ორივე რბოლა ჯოელ ერიქსონმა მოიგო, რომელიც ლიდერობს ფორმულა 4-ის საერთო ჩათვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული