ეტაპის გამარჯვებული გახდა "ჰონდას" პილოტი დანი პედროსა, მეორეზე აღმოჩნდა სამწამიანი ჩამორჩენით ლორენსო "იამაჰადან", ხოლო მესამეზე მისი თანაგუნდელი როსი.
რბოლის კულმინაცია აღმოჩნდა მესამე პოზიციისთვის ბრძოლა როსისა და მარკ მარკესს შორის. ეს უკანასკნელი პოდიუმს უმიზნებდა, მაგრამ ვალენტინოსთან ბრძოლაში ტრასაზე დაეცა და ეტაპს გამოეთიშა.
ასეთი შედეგების შემდეგ, ლორენსომ შეამცირა სხვაობა როსისთან. მათ შორის დისტანცია - შვიდი ქულაა. ასე რომ, ბოლო ეტაპზე ვალენსიაში თუ ლორენსო შეძლებს
თუმცა, არ არის გამორიცხული, ბოლო ეტაპის წინ, ძალთა თანაფარდობა სხვანაირი იყოს. მალაიზიის გრან-პრის შედეგები, შესაძლოა, გადაიხედოს, თუ გრან-პრის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ როსიმ შეგნებულად წააქცია მარკესი.
იმ შემთხვევაში, თუ როსის დისკვალიფიკაციით დასჯიან, ლორენსო ცხრა ქულით გავა წინ გენერალურ კლასიფიკაციაში.
"სიტუაცია ცხადია, როსიმ გააგდო მარკესი. ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ლორენსომ.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა სასჯელის შესახებ. როსის ქულები არ ჩამოაკლეს, მაგრამ 8 ნოემბერს, ვალენსიაში რბოლას ბოლო ადგილიდან დაიწყებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"