მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული, ესპანელი მარკ მარკესი ისევ მოექცა სკანდალის ცენტრში.

ორი დღის წინ, ორმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტელეშოუ Le Iene-დან ("ცოფიანი ძაღლები") - სტეფანო კორიმ და ალესანდრო ონისმა მარკესის სახლში შეღწევა სცადეს, რათა ვიდეო გადაეღოთ თავიანთი პროგრამისთვის.

"ჰონდას" პილოტმა რეპორტიორებს ხელი შეუშალა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. მარკესმა პოლიციას განცხადებით მიმართა.

"ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა მრბოლელის სახლში. ისინი შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ, აგრეთვე უხეში მოქმედებები ჰქონდათ თავად სპორტსმენისა და მისი ახლობლების მიმართ.

ამ ყველაფრის განთავლისწინებით, იმ პირების მიმართ, რომლებსაც აღნიშნული საქციელი
ჩაიდინეს, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას", - წერია მარკესის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

გასულ უქმეებზე, მარკ მარკესი ვალენტინო როსისთან ინციდენტის მონაწილე გახდა. მსაჯებმა იტალიელი პილოტი დამნაშავედ სცნეს და სამქულიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული