დაკარი 2016 ცუდად დაიწყო - ავტომობილი მაყურებლებში შევარდა

AutoSharing Option
უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო ლეგენდარული ავტომარათონი "დაკარი". ბუენოს აირესში, პროლოგის მსვლელობისას, ჩინელი მრბოლელის გო მეიოლინის ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და მაყურებელთა ჯგუფში შევარდა.

ავარიის შედეგად, საავადმყოფოში აღმოჩნდა ათი ადამიანი. მძიმე მდგომარეობაშია ორი მაყურებელი: მამაკაცი და მისი 14 წლის ვაჟი.

"საერთო ჯამში, ათი პაციენტი მივიღეთ - ოთხი პედიატრიულ განყოფილებაში და ექვსი ზრდასრული, რომელთა შორის, ერთი ფეხმძიმეა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი მაყურებელი სერიოზულად დაშავდა - მამა და შვილი", - განაცხადა სენტ ფრანსისის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დანიელ მოდესტომ.

ავარიის მომენტში ლიდერები უკვე მისულები იყვნენ ფინიშთან.
ორგანიზატორებმა მხოლოდ სატვირთო მანქანების სტარტი გააუქმეს.

მომხდარი ინციდენტი არ იმოქმედებს "დაკარის" განრიგზე. პირველი ეტაპი გუშინ, გვიან უნდა დასრულებულიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული