დაკარი 2016: პეჟოს სრული ტრიუმფი

AutoSharing Option
არგენტინაში დასრულდა რალი-რეიდ "დაკარის" მეოთხე ეტაპი. მონაწილეებს ურთულესი სპეცმონაკვეთი ელოდათ, რადგან ზღვის დონიდან 3500 მეტრზე უნდა ასულიყვნენ.

ავტომობილების კლასში პირველად ვერ მოიგო ეტაპი კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც "პეჟოს" გუნდს დარჩა, კერძოდ, "დაკარის" ლეგენდას სტეფან პეტერანსელს. მას მხოლოდ 11 წამით ჩამორჩა კარლოს საინსი, ხოლო 16 წამით - ლოები. ასე რომ, ეტაპზე პირველი სამი ადგილი "პეჟოს" წევრებმა დაიკავეს.

საერთო ჩათვლაში კვლავინდებურად ლოები ლიდერობს, ხოლო პეტერანსელმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მათ შორის სხვაობა - 4 წუთი და
48 წამია. მესამეზეა "დაკარის" მოქმედი ჩემპიონი ნასერ ალ-ატიია, თუმცა ის ლოებთან უკვე 11 წუთზე მეტს აგებს.

თუ ავტომობილების კლასში "პეჟო" დომინირებს, მოტოციკლებში "ჰონდა" ლიდერობს. ამჯერად, პირველი მივიდა ფინიშთან ამ გუნდის პორტუგალიელი წევრი პაულუ გონკალვეში.

მეორე ადგილი დაიკავა რუბენ ფარიამ Husqvarna-ს მოტოციკლით. შემდეგ მოდიან "ჰონდას" წარმომადგენლებს - ბენავიდესი და ბარედა. გენერალურ კლასიფიკაციაში ეს ორი პილოტი მეორე და მესამე ადგილზეა, ხოლო პირველზე ეტაპის გამარჯვებულმა გონკალვეშმა გადაინაცვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული