დაკარი 2016: ახალი მსხვერპლი

AutoSharing Option
2016 წლის დაკარზე მეშვიდე ეტაპი ორი დღეა რაც დასრულდა და მხოლოდ ახლა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომობილების კლასში მოასპარეზე ფრანგი ლიონელ ბოდი 63 წლის გულშემატკივარს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა სპეცმონაკვეთის 82 კილომეტრზე მოხდა. ავტომობილი 409-ე ნომრით, რომლის საჭესთან ბოდი იჯდა, გზისგან იზოლირებულ ზონაში მყოფ მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო დაზარალებულის გადარჩენა და სიკვდილი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი "დაკარის" პროლოგისას, ჩინელმა ქალმა მრბოლელმა მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და მაყურებლებში შევარდა, რის გამოც ათი გულშემატკივარი დაზარალდა.

ლეგენდარულ
ავტომარათონზე ბოლო უბედური შემთხვევა 2010 წლით თარიღდება. მაშინ რბოლაში მონაწილე ერთ-ერთი მანქანა მარშრუტს ასცდა და 28 წლის ქალი გაიტანა. ავტომობილს მართავდა გერმანელი პილოტი მირკო შულტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
oni chto rali ustraivaiut, ili ludei ubivaiut????
nikola
12:01 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული