საქართველოს რეკლამა "ზალცბურგრინგზე" - დათა ქაჯაიამ ავსტრიაში კარგად იბრძოლა, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიური "იმოლასგან" განსხვავებით, "ზალცბურგრინგზე" გამართული ეტაპი დავით ქაჯაიასთვის უიღბლო გამოდგა. არადა, შსს-ს სპორტული კლუბის, Mia Force-ის ქართველმა ავტომრბოლელმა ავსტრიაშიც კარგად იარა და მიმდინარე სეზონში პოდიუმზე მეორედ ასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

იხილეთ სტატია ვრცლად

დათასთვის ავსტრიული უიღბლობა კვალიფიკაციიდან დაიწყო - ერთი შეცდომა დისკვალიფიკაციის ფასად დაუჯდა და იძულებული გახდა, ორივე რბოლა მე-14 პოზიციიდან დაეწყო. მიუხედავად ამისა, გუშინ გამართულ პირველ რბოლაზე ქაჯაიამ მაინც შესანიშნავი შედეგი აჩვენა - სტარტზე მე-14 იყო, ფინიშზე კი მეშვიდე მივიდა.

თუმცა ქაჯაიამ საერთო რეიტინგში მეათე ადგილი შეინარჩუნა. მის წინ
კი მისი ყოფილი თანაგუნდელი მიხაილ გრაჩოვია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდი შეიცვალა და ახლა "ჰონდათი" ასპარეზობს.

ბოლოს კი ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია: ავსტრიული ეტაპის ორივე რბოლაში ყველა ავტომობილს წინა საქარე მინაზე მიკრული ჰქონდა სტიკერი წარწერით: VISIT GEORGIA ("მოინახულე საქართველო"). ეს გახლავთ იმ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც, THE INTERNATIONAL-ის მომდევნო სეზონის ერთი ეტაპი, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს.

მიმდინარე სეზონში კი კიდევ 6 ეტაპია დარჩენილი - მომდევნო გაჩერება გერმანიაა (19 ივნისი).

THE INTERNATIONAL
სატურნირო მდგომარეობა
მრბოლელი ქულა
1. სტეფანო კომინი (შვეიცარია) 120
2. პეპე ორიოლა (ესპანეთი) 119
3. ჯეიმს ნეში (დიდი ბრიტანეთი) 112
4. ჯანი მორბიდელი (იტალია) 107
5. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი) 107
6. მატო ჰომოლა (სლოვაკეთი) 102
7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი) 86
8. აკუ პელინენი (ფინეთი) 63
9. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი) 58
10. დავით ქაჯაია (საქართველო) 54
11. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი) 47
12. ატილა ტასი (უნგრეთი) 24
13. ხორდი ორიოლა (ესპანეთი) 17
14. ხორდი ჟენე (ესპანეთი) 16
15. ანტი ბური (ფინეთი) 16
16. კევინ გლისონი (აშშ) 12
17. ჰარალდ პროჩიკი (ავსტრია) 5
18. ლუიჯი ფერარა (იტალია) 4
19. ფლორიან იანიტსი (ავსტრია) 3
20. ფრანსისკო მორა (პორტუგალია) 3
21. სალმან ალ ხალიფა (ბაჰრეინი) 2
22. ჩარლოტა ფედელი (იტალია) 2
23. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია) 2
24. პიერ-ივ კორთალსი (ბელგია) 1
25. მიკაელა ჩერუტი (იტალია) 1
26. ალესანდრა ნერი (იტალია) 1
27. ალან მენიუ (შვეიცარია) 1

შალვა ბუაჩიძე
www.autobild.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავრობავ! მიაქციეთ ავტოსპორტს ყურადღება, ძალიან მაღალი დონის პილოტები გვყავს, რომელთაც დაფინანსება და გვერდში დგომა სჭირდებათ.
გიორგი
17:46 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული