პროსტი ყინულზე დამარცხდა

AutoSharing Option

ფრანგულ ალპებში დასრულდა ყინულის რბოლების - Andros Trophee-ის რეგულარული სეზონი. ლან-ე-ვერკორში ბოლო ეტაპზე გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. მთავარი პრეტენდენტი ორი იყო - ბოლო ორი წლის ტრიუმფატორი ჟან-ფილიპ დაირო (BMW) და ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი (Dacia), რომელიც Andros Trophee-ის ორგზის ჩემპიონია (2007-08).

ფინალის წინ უფრო მეტი ქულა ლეგენდარულ ფრანგს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უკეთ დაირომ იარა. ეტაპი სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო. სხვათა შორის, დაირომ პროსტზე მეტი ეტაპი დაიპყრო, სამაგიეროდ ფრანგი გაცილებით სტაბილურად გამოდიოდა და არც ერთ ეტაპზე ოთხეულის მიღმა არ

დარჩენილა.

ლან-ე-ვერკორში პოდიუმზე ფრანკ ლაგორსი ავიდა, რომელიც საერთო ჩათვლაშიც მესამე იყო. ამ ჩემპიონატში ბევრი სხვა ცნობილი პილოტიც გამოდიოდა. მაგალითად, ფორმულა 1-ის გრან-პრის გამარჯვებული პატრიკ ტამბეს ვაჟი - ადრიან ტამბე. ცნობილმა ფრანგმა ოლივიე პანისმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა - მეცხრეზე. კანადელი რეგულარულად აგროვებდა ქულებს, მაგრამ საპრიზო პოდიუმზე ერთხელაც ვერ ავიდა.

Andros Trophee-ის სეზონი 5 მარტს "სტად დე ფრანსის" სტადიონზე საჩვენებელი გამოსვლებით დასრულდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული