მოტოგრანპრი: სენსაცია წვიმაში

AutoSharing Option
უცნაური შედეგით დასრულდა მოტოგრანპრიში ჰოლანდიის გრანპრი, რომელიც წვიმის გამო, აფროსნობის რეგატას დაემსგავსა.

ეტაპის მსვლელობისას, ასენში თავსხმა წვიმა წამოვიდა, რომელმაც ბრძოლას გამოთიშა პირველი ლიდერი - იონი ერნანდესი. მე-15 წრეზე რბოლა წითელი დროშებით შეწყდა. ამ მომენტში პირველი პეტრუჩი იყო, რომელსაც უკან ექვსი პილოტი მიჰყვებოდა, მათ შორის, ვალენტინო როსი და მარკ მარკესი. მაგრამ რესტარტზე დააბრუნეს ის მიმდევრობა, რომელიც მე-14 წრისთვის იყო დაფიქსირებული და პირველ ადგილზე დოვიციოზო აღმოჩნდა.

რესტარტის შემდეგ, "დუკატის" პილოტის ლიდერობა ცოტა ხანი გაგრძელდა - დოვიციოზო მე-12 მოსახვევში დაეცა და ახალი ლიდერი
როსი გახდა. მაგრამ გამოცდილი იტალიელიც დიდი ხანი არ ყოფილა პირველზე და რბოლაში მესამედ დაეცა!

საბოლოოდ, ამ ქაოსში მოგება ერგო ავსტრალიელ ჯეკ მილერს არასაქარხნო "ჰონდადან". ეს არის პირველი მოგება არასაქარხნო მოტოციკლით ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ესაა პირველი სადებიუტო მოგება მოტოგრანპრის კლასში მარკ მარკესის ტრიუმფის (2013 წელი) შემდეგ. თავად მარკესი ჰოლანდიაში მეორე იყო და აღიარა, რომ ასეთ სიტუაციაში ეს პოზიცია გამარჯვების ტოლფასია.

მარკი 145 ქულით ისევ ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული