გეორ-გია დამამშვიდებელში

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაიწყო მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპის გათამაშება ვაჟთა შორის. ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო და ასპარეზობას დამამშვიდებელი ეტაპიდან დღეს განაგრძობს.

პირველ მატჩში ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომლებიც ტურნირზე მე-14 ნომრად არიან განთესილი, ახალზელანდიურ დუეტ პიტმან-ლოჰედს ორ სეტში მოუგეს - 21:16, 21:18. მერე კი გეორ-გია გაცილებით ძლიერ, მესამე ნომრად განთესილ წყვილ ბრინკ-რეკერმანთან დამარცხდა - 1:2 (21:17, 22:24, 11:15).

დღეს ჩვენი ფრენბურთელების მეტოქე მე-13 ნომრად განთესილი ბრაზილიური დუეტი ჰარლი-ტიაგო იქნება. დღესვე ჩაებმება ასპარეზობაში ქალთა ტურნირში საქა-რთველო, რომელიც მე-19 ნომრადაა განთესილი.
პირველი მეტოქე მე-14 ნომრად განთესილი შვეიცარული დუეტი კუნი-ცმუკერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული