საქა-რთველო მეთხუთმეტეა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქალთა შეჯიბრებაში ქართულმა წყვილმა საქა-რთველომ ასპარეზობა მე-15 ადგილზე დაასრულა.

ჩვენმა ფრენბურთელებმა, რომლებიც ტურნირში მე-19 ნომრად იყვნენ განთესილნი, ასპარეზობის მეორე დღეს ჯერ მე-20 ნომრად განთესილი ფინელი დები ნისტრიომები დაამარცხეს ორ სეტში, მერე კი 21-ე ნომრად განთესილ ავსტრალიურ დუეტ ბევდენ-ფელმერთან თავად დამარცხდნენ - 0:2 (21:23, 13:21).

ამრიგად, საქა-რთველომ საკუთარ რეიტინგს 180 ქულა შემატა. მოდევნო ტური, სადაც ჩვენი ქალი ფრებურთელები იასპარეზებენ, 17-22 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება. გეორ-გია კი ამ დროს პოლონურ მიშლოვიცეში მოსინჯავს ძალებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული