მესამე მეტოქე ვარ დაძლიეს

AutoSharing Option
პალჟბურთის ქართული წყვილები საქა-რთველო და გეორ-გია მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპს ერთდროულად გამოეთიშნენ.

საქა-რთველომ, რომელიც პოლონეთის ქალაქ მიშლოვიცეში ასპარეზობდა, შეჯიბრების მეორე დღეს კანადურ დუეტ ლიზარდი-მარტინთან წააგო სამ სეტში - 21:14, 12:21, 13:15. შედეგად ჩვენი ფრენბურთელები 22 ადგილს დასჯერდნენ და 120 სარეიტინგო ქულა ირგუნეს.

გეორ-გიას მორიგი მეტოქე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იტალიელეი ძმები ინგროსოები იყვნენ. ჩვენმა ფრენბურთელებმა პირველი სეტი 21:19 მოიგეს, მაგრამ მერე მეტოქეზე ოდნავ უყურადღებოდ გაისარჯნენ და ზედიზედ ორი სეტი წააგეს - 17:21, 11:15.

გეორ-გიამ, საქა-რთველოს მსგავსად 22-ე ადგილი დაიკავა და რეიტინგს
120 ქულა შემატა. მსოფლიო ტურის მომდევნო ეტაპი 6-11 ივნისს პეკინში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული