საქა-რთველო პეკინში მეთორმეტეა

AutoSharing Option
პეკინში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქართული წყვილი საქა-რთველო ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენმა ფრენბურთელებმა მერვედფინალის შესარჩევ მატჩში მე-15 ნომრად განთესილი კანადური დუეტი მარტინ-ლესარდი ორ სეტში დაამარცხეს - 21:13, 21:17.

მერვედფინალში კი საქა-რთველოს მეტოქე ტურნირის ფავორიტი, მე-5 ნომრად განთესილი ამერიკული წყვილი მეი-ტრინორი იყო. ჩვენმა ფრენბურთელებმა მატჩი ორ სეტში წააგეს - 14:21, 11:21.

ამრიგად საქა-რთველომ პეკინში მე-12 ადგილი დაიკავა და 320 სარეიტინგო ქულა ირგუნა. 13 ივნისიდან კი ჩვენი ფრენბურთელები იტალიის დედაქალაქ რომში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული