ამჟამად კვალიფიკაციას ფრენბურთელები იმაღლებენ. თბილისში ჩამოვიდა ცნობილი შვედი სპეციალისტი ტონი ვესტმენი, რომელიც 3 სექტემბრიდან 10 დღიანი სწავლების კურსს ხელმძღვანელობს. გუშინ კი გამოცდები დაიწყო. საქართველოს უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ფრენბურთის მასწავლებლებმა ჯერ პრაქტიკაში ჩააბარეს მოთხოვნები. დღეს კი თეორიაში გამოიცდებიან.
"ლიმიტით 30 ფრენბურთის მასწავლებელს ქალს და ვაჟს უნდა გაევლო სწავლება და ჩაებარებინა I დონის სპეციალისტის გამოცდა, მაგრამ ჩვენი თხოვნით ეს ციფრი - 35-მდე გაიზარდა. ლიცენზირებული
ორი წლის შემდეგ ლიცენზირებულ პედაგოგებს უფლება ეძლევათ ჩააბარონ II დონის, ბოლოს კი III დონის გამოცდა, რაც საზღვარგარეთ მუშაობის უფლებას იძლევა" - გვითხრა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.
თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"