ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ჩვენმა წყვილებმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს. ქალთა ტურნირში საქა-რთველომ პლეი ოფში კი გააღწია, მაგრამ პირველივე მატჩში მე-2 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილ კესი-როსთან ორ სეტში წააგო -17:21, 11:21 და გათამაშებას გამოეთიშა. ჩვენმა ფრენბურთელებმა საბოლოოდ ტურნირზე მე-20 ადგილი დაიკავეს, რისთვისაც 160 სარეიტინგო ქულა ერგოთ.
სტავანგერს გამოემშვიდობა გეორ-გიაც. სტარტზე ორი მარცხის შემდეგ ჩვენმა ბრაზილიელებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში დანიურ წყვილ ჰოიერ-სოდერბერგს მოუგეს 2:1 (21:19, 19:21, 15:13), თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი ოფში გასასვლელად. ამრიგად, ჩვენები
26-ე ადგილს დასჯერდნენ, რისთვისაც მხოლოდ 80 სარეიტინგო ქულა მიიღეს.
მორიგი ეტაპი სადაც გეორ-გია და საქა-რთველო იასპარეზებენ შვეიცარიის ალპებში, დაბა გშტაადში 5-11 ივლისს გაიმართება.