ამიერიდან პლაჟის ფრენბურთში ბიკინის მოკლე შარვლები და ე. წ. ტოპები შეცვლის.
ჩინოვნიკებმა ქალ ფრენბურთელებს არ დაუტოვეს უფლება - თავად აირჩიონ სათამაშო ფორმის ვარიანტი. როგორც სააგენტო AP წერს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ტურნირზე წარმოდგენილი ერების ტრადიციებისადმი პატივისცემის ნიშნად".
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პირდაპირ ემუქრება პლაჟის ფრენბურთის, როგორც სპორტის სახეობის, პოპულარობას. ბიკინი ქალი ფრენბურთელების ძირითადი სათამაშო ფორმა იყო და სწორედ ამის წყალობით მოიპოვა ამ სახეობამ მსოფლიო აღიარება.
ამასთან, სპორტსმენებს არავინ
თანაც, ღია ტანსაცმელში თამაში უფრო მოსახერხებელია. პლაჟის ფრენბურთში, უმეტესად, ღია ცის ქვეშ, სიცხეში თამაშობენ. ამიტომაც აუცილებელია, რომ კუნთები მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და არ მოექცეს ზედმეტი სითბოს ქვეშ.
საერთო ჯამში კი, სპორტის ეს სახეობა ჩვეულებრივი ფრენბურთისგან, წესების გარდა, განსაკუთრებული ატმოსფეროთიც განსხვავდება.
შემთხვევითი არ არის, რომ პლაჟის ფრენბურთელებს ერთ დიდ ოჯახს უწოდებენ. ისინი, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდიან სხვადასხვა ტურნირზე და ხშირად სხვადასხვა ნაკრებს ერთი და იგივე მწვრთნელი ავარჯიშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პლაჟის ფრენბურთი არასექსუალური ხდება!