მეი-ველშის ჰეგემონია გრძელდება

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ყულაბას კიდევ ერთი ოქროს მედალი შეემატა.

ქალ პლაჟბურთელთა შორის შეჯიბრებაში ჩემპიონის ვინაობის გარკვევა ამერიკელთა შინაურ საქმედ იქცა. ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მესამედ (ათენი - 2004, პეკინი -2008) მე-3 ნომრად განთესილმა ამერიკელთა დუეტმა მისტი მეი-ტრინორმა და კერი ველშმა მოიპოვა.

ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მომავალი ჩემპიონები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი იყვნენ. როგორც ჩანს, ფინალის წინ განვლილი შეხვედრები დეტალურად გააანალიზეს. სწორედ ამიტომ იყო, რომ მეი-ველშმა მე-4 ნომრად განთესილი თანამემამულეები, ეპრილ როსი და ჯენიფერ კისი ორ სეტში უპრობლემოდ დაამარცხეს - 21:16, 21:16.

არადა, კისი-როსმა
ფინალისკენ გზა ტურნირის უმთავრესი ფავორიტების, პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელების, ლარისა ფრანკასა და ჯულია სილვას დამარცხებით გაიკაფეს. ბრაზილიელები საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. მათ მეორე ნომრად განთესილ ჩანგ ჰის და ჰუეს სამ სეტში სძლიეს - 11:21, 21:19, 15:12.

მე-3 ადგილისთვის
ლარისა ფრანსა/ჯულია სილვა-ჩანგ ჰი/ჰუე ჩენი 11:21, 21:19, 15:12.

ფინალი
მისტი მეი-ტრინორმა/კერი ველში-ეპრილ როსი/ჯენიფერ კისი 21:16, 21:16.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული