სტუდენტებმა კუს ტბაზე ითამაშეს

AutoSharing Option
გოგონათა და ვაჟთა 8-8 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა პლაჟის ფრენბურთელთა ტურნირში, რომელიც კუს ტბაზე საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის და ფრენბურთის ფედერაციების ინიციატივით, თბილისის მერიისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ჯგუფური ორთაბრძოლების შემდეგ ქვეჯგუფებში ადგილები ასე განაწილდა:

გოგონები. A ჯგუფი. თსუ - 3 (სეტები - 6:1), საქართველო - 2 (4:2), სეუ - 1 (3:4), ილიას უნივერსიტეტი - 0 (0:6). B ჯგუფი. სამედიცინო - 3 (6:1), შავი ზღვა - 2 (4:2), სტუ - 1 (3:4), აგრარული უნივერსიტეტი - 0 (0:6) ქულა.

ვაჟები. A ჯგუფი. სტუ -
2 (5:2), საქართველო - 2 (4:2), სეუ - 2 (4:3), შავი ზღვა - 0 (0:6) ქულა. B ჯგუფი. თსუ - 3 (6:1), სამედიცინო - 2 (5:2), სოხუმი - 1 (2:4), ილიას უნივერსიტეტი - 0 (0:6) ქულა.

ნახევარფინალი. გოგონები. თსუ - შავი ზღვა 1:2, სამედიცინო - საქართველო 0:2. ვაჟები. სტუ - სამედიცინო 2:1, თსუ - საქართველო 0:2.

ფინალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 2:1 მოუგო საქართველოს და მთავარი პრიზი მოიპოვა. სამაგიეროდ, საქართველოს უნივერსიტეტის ფრენბურთელმა გოგონებმა შავი ზღვის გუნდს სძლიეს მსგავსი ანგარიშით და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

საპრიზო ადგილები: გოგონები. 1. საქართველოს უნივერსიტეტი (ანა კოსტავა, ანა თავაური), 2. შავი ზღვა (სალომე თითვაძე, ირინე ჭელიძე), 3. თსუ (თამარ დიდებაშვილი, მარიამ დანელია). ვაჟები. 1. სტუ (გიგა გუგავა, გიორგი ყიფშიძე), 2. საქართველო (ჯემალ მელიქიძე, ნიკა გოგიჩაიშვილი), 3. სამედიცინო (ფარნა იორდანიშვილი, ირაკლი ნადირაშვილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული