დაუმარცხებელი თბილისი და ყვარელია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ჩემპიონატის პირველ წრეს ყვარლის სპორტსკოლის დარბაზი მასპინძლობს. შეჯიბრებაში მონაწილეობს ექვსი გუნდი, "თბილისი", "აგრარული უნივერსიტეტი", "ცაგერი", "ქუთაისი", "ყვარელი" და "ბათუმი". ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ორია - "თბილისი" და "ყვარელი".

თბლისელებმა ორივე შეხვედრაში "ბათუმი" და "ცაგერი" მშრალად - 3:0 დაამარცხეს. "ყვარელმა" კი ორ მატჩში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ტურნირის მასპინძლებმა პირველ ტურში "ქუთაისს" სძლიეს - 3:0, ხოლო შემდეგ ბათუმელები დაამარცხეს - 3:1.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე 31 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს ჩემპიონატი

I ტური
თბილისი-ბათუმი 3:0, ცაგერი-აგრარული უნივერსიტეტი 3:0,
ყვარელი-ქუთაისი 3:0.

II ტური
თბილისი-ცაგერი 3:0, ქუთაისი-აგრარული უნივერსიტეტი 2:3, ყვარელი-ბათუმი 3:1.

სატურნირო მდგომარეობა
1. თბილისი - 4 ქულა, 2. ყვარელი - 4, 3. ცაგერი - 2, 4. აგრარული უნივერსიტეტი - 2, 5. ქუთაისი - 2, 6. ბათუმი - 2



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული