საქა-რთველო ძირითად ბადეში მარცხით იწყებს

AutoSharing Option

შვეიცარიის ქალაქ გშტადში დაიწყო მსოფლიო ტურის მორიგი ტურნირი - "ენერგი გრანდ სლემ 2010", სადაც ჩვენი პლაჟბურთელებიც მონაწილეობენ. ქალთა ტურნირით დავიწყოთ. საქა (კრისტინა სანტანა) და რთველო (ანდრეცა ჩაგასი) რეიტინგით ძირითად ბადეში ვერ მოხვდნენ, თუმცა მათი 2144 ქულა საკმარისი აღმოჩნდა ისინი ტურნირზე პირველ ნომრებად განეთესათ. საქა-რთველომ იოლად გაიარა საკვალიფიკაციო ბადე. ჩვენებმა ჯერ მასპინძლებს (ბრუნერი, ჰაიდრიხი) მოუგეს - 2:0 (21:14, 21:16), შემდეგ კი მე-16 ნომრად განთესილი პოლონური დუეტი (ვიატრი, ურბანი) დაამარცხეს - 2:0 (21:13, 21:18). ორივე მატჩს სანტანა და ჩაგასი საათზე მეტს არ

მოუნდნენ. ასე გავიდა საქა-რთველო ძირითად ბადეში, სადაც მათ განთესვის 24-ე ნომერი მისცეს.

პირველი შეხვედრა ჩვენებურებს შვეიცარიელებთან ჰქონდათ. კუნისა და ცუმკერის დუეტი ტურნირზე მე-9 ნომრად განთესეს, ჩვენებმა მხოლოდ მეორე სეტში შეძლეს ხეირიანი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მაინც წააგეს - 0:2 (13:21, 19:21). თამაში 40 წუთს გაგრძელდა. მეორე მეტოქე გუნდი კიდევ უფრო ძლიერი ჰყავს ჩვენს გუნდს, ბრაზილიელები მარია კლარა და კაროლი მე-8 ნომრად არიან განთესილნი. საქა-რთველო პულში კიდევ ერთ მატჩს გამართავს 25-ე ნომრად განთესილ რუსებთან (ბრატკოვა, უკოლოვა).

თუკი საქა-რთველოს ბრძოლა მოუწია ძირითად ბადეში გასაღწევად, ჩვენს ვაჟებს საკმარისი რეიტინგი აქვთ, რომ იქ ისედაც მოხვედრილიყვნენ გეორ-გია (რენატო გომეში, ჟორჟე ტერშეირო). ვაჟთა ტურნირი ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზეა, ძირითადი ბადე წუხელ გვიან შედგებოდა...

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული