გუშინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში დაიწყო ''ბაქსვუდის თასის" გათამაშება ფრენბურთელ გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს ოთხი გუნდი. შეჯიბრება ტარდება ჯგუფური სისტემით, ხოლო პირველი, მეორე და მესამე ადგილების გამოსავლენად გაიმართება დამატებითი მატჩები. ფინალური შეხვედრა გაიმართება 23 დეკემბერს. ტურნირის მსვლელობისას გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე, თავდამსხმელი და ლიბერო. გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და მედლებით.
ტურნირის ორგანიზატორია ''ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" და ტარდება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.
გახსნით მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სამედიცინო უნივერსიტეტს იოლად - 25:11, 25:7, 25:16 -
სძლია, მეორე შეხვედრა კი გაცილებით დაძაბული გამოდგა და უფრო გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ''ბათუმმა" ''ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლეები ოთხ სეტში დაამარცხა - 26:24, 28:26, 20:25, 25:18.
დღეს ერთმანეთს თსუ და ბათუმი, თსუ და ბაქსვუდი დაუპირისპირდებიან.