როგორც ზურაბ კაკაბაძემ გვითხრა, ბალტიისპირულ თავყრილობაზე, უპირველესად, 2015 წელს თბილისში გასამართავ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს შეეხნენ.
გადაწყდა, რომ სახელბურთო ტურნირისთვის ქართველი მომსახურე პერსონალის მომზადება 2014 წლიდან დაიწყება. ევროპის
რიგის შეხვედრის მონაწილენი შეეხნენ კონტინენტის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე გუნდების 20 ან 24-მდე გაზრდას. ევროპის ხელბურთის ფედერაციას არ სურს დასკვნით რაუნდში განსხვავებული დონის გუნდების თავმოყრით ტურნირის გაფერმკრთალება. იმსჯელეს მე-2 დონის ტურნირის მოწყობაზე, რომელშიც ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც 16 უძლიერესში ვერ მოხვდებიან.
30 ოქტომბერს სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საქართველოს ნაკრები ლიტვასთან სტუმრად ითამაშებს. ბელორუსის ფედერაციასთან შეთანხმებით, ამ ორთაბრძოლის წინ ჩვენი ხელბურთელები ბალტიისპირეთში სლავებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
27 ოქტომბერს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელზეც 2017 წლის 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპის მასპინძლობის საკითხიც განიხილება (ამ უფლების მოსაპოვებლად საქართველო და ხორვატია იბრძვიან). რიგის სემინარის მონაწილენი ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ფედერაციას მხარდაჭერას შეჰპირდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"