ორგანიზატორებმა ისინი ორ - აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფში გაანაწილეს.
შეჯიბრება დაიწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეჯგუფების გუნდები დაუპირისპირდებიან.
პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები, ზონების მიხედვით, თბილისსა და სენაკში გაიმართება. მედალოსნები გაისად, გაზაფხულზე სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდებიან.
ჩემპიონატში ცალკე გუნდად მონაწილეობს 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრები. ამ ასაკის ბიჭები სპეციალური პროგრამით ემზადებიან ევროპის ახალგაზრდობის
ეროვნული პირველობის სასტარტო შეხვედრები საქართველოს ნაკრების დასაკომპლექტებლადაც არის მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 30 ოქტომბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (საქართველო, ლიტვა, თურქეთი, ფინეთი) ჩაებმება.
ევროპული ზონის პლეი ოფში ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის. პირველ მატჩს ქართველი ხელბურთელები სტუმრად ლიტვასთან გამართავენ.
მანამდე ბელორუსებთან ორი სპარინგია დაგეგმილი. შესარჩევი ტურნირისთვის ჩვენს ნაკრებს სერბი ჯორჯე რასიჩი წვრთნის.
ახლა კი ეროვნული ჩემპიონატის თბილისური ბატალიების კალენდარს გაგაცნობთ:
10 ოქტომბერი
იმედი - ჭაბუკთა ნაკრები, ქუთაისი - თელავი, სტუ - სამტრედია, ბათუმი - პეგასი.
11 ოქტომბერი
თელავი - ბათუმი, სამტრედია - იმედი, პეგასი - ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები - სტუ.
12 ოქტომბერი
პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები, ბათუმი - იმედი, სამტრედია - თელავი, სტუ - ქუთაისი.
13 ოქტომბერი
სტუ - ბათუმი, სამტრედია - პეგასი, ქუთაისი - იმედი, ჭაბუკთა ნაკრები - თელავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"