ამერიკული ფეხბურთი: გეი, რომელმაც 11 სექტემბერს ვაშინგტონი გადაარჩინა

AutoSharing Option
ელის ჰოგლანი შემოდგომის თბილ დილას ძმასთან სტუმრად ატარებდა. სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა, როცა ტელეფონმა დარეკა.

2001 წელს, კარადის ზომის ტელეფონებზე ნომრის ამომცნობი ჯერ არ არსებობდა. ელისს ეზარებოდა ყურმილისთვის ადგომა და ცოტა ხანი მოიცადა: თუ ზარი სასწრაფო არ არის, ის მალე შეწყდება. მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა ვიბრირებას და მაგიდიდან გადმოვარდნას ლამობდა. ელისმა ყურმილი აიღო.

"დედა, მარკი ვარ. ბინგემი, - რატომღაც გვარიც დაამატა ნაცნობმა ხმამ. - მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. ნიუ იორკი-სან ფრანცისკოს რეისზე ვარ. აქ სამი ბიჭია - მათ თვითმფრინავი გაიტაცეს.
ამბობენ, რომ ბომბი აქვთ".

* * *
ჯერალდ ბინგემმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა მარკი ორი წლის იყო. მთელი ცხოვრება მამას შვილთან და ცოლთან კავშირი არ ჰქონია და იმალებოდა კიდეც, როცა წამოზრდილმა მარკმა მშობლის პოვნა თავად გადაწყვიტა. ქალი მარტო მიათრევდა ბავშვს ცხოვრებაში. საყვარლებისთვის დრო არ ჰყოფნიდა: სამუშაოს შემდეგ უნდა მოესწრო გაკვეთილების შემოწმება, ვახშმის მომზადება, გარეცხვა, დალაგება და შეძლებისდაგვარად, ცოტა ძილი. ერთი ხანობა, მარკი და ელისი მანქანის უკანა სავარძელზეც კი ცხოვრობდნენ, რადგან სახლისთვის გადახდა არ შეეძლოთ. სანამ დედას ჯოჯოხეთური შრომა უწევდა, ბიჭი სათევზაოდ მიდიოდა და ვახშამი მოჰქონდა.

მაგრამ საქმეები წინ წავიდა: ელისონმა იპოვნა საქმე, რომელსაც შეეძლო ფულიც მოეტანა და სიამოვნებაც. ქალი სტიუარდესად მუშაობდა United Airlines-ში. ალიმენტები, ხელფასი და ნათესავების დახმარება საკმარისი იყო იმისთვის, რომ 1983 წელს, მაიამიდან სან ხოსეში გადასულიყვნენ, შემდეგ კი მარკი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში მიეყვანათ.

მარკმა მალე იპოვნა საკუთარი თავი: 193 სანტიმეტრი სიმაღლისა და 102 კილოგრამი წონის ბიჭი მომენტალურად გახდა სკოლის საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავი. სკოლაში ყოფნის ბოლო ორ წელიწადში, ის უცვლელი კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი იყო. კოლეჯში მარკმა მხოლოდ განავითარა თავისი პროგრესის ტემპი: უნივერსიტეტის ნაკრებში მერვე ნომრის პოზიციაზე თამაშობდა - რგოლებს შორის დამაკავშირებელი იყო. ბავშვობაში ის მუდმივად Super 8-ის კამერაზე იღებდა ყველაფერს, ასობით საათი ფირი დაუგროვდა და პარტნიორებმა მერვე ნომერს კამერის საპატივცემულოდ მოუგონეს მეტსახელი.

ბინგემი მოედნის მიღმაც ლიდერი იყო: ჰევი-მეტალისა და ფეხბურთის შემდეგ ლუდის მოყვარული მომღიმარი ბიჭი სათავეში ჩაუდგა Chi Psi-ის - საიდუმლო სტუდენტურ ორგანიზაციას, რომლის მისია იყო სოციუმში პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება, სხვა კულტურებთან ტრადიციების გაცვლა, ახალგაზრდების აღზრდა უფროსების მიმართ პატივისცემაში და პასუხისმგებლობა ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე.

მარკი ძლიერი ბიჭი იყო. რისკზე მიდიოდა და საკუთარ თავს გამძლეობაზე ამოწმებდა: ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ხარების გარბენში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ გადაარჩინა თავისი მეგობარი შეიარაღებული მძარცველებისგან. მოედანზე კი მარკი თავად იყო "მკვლელი", რომლისაც ყველას ეშინოდა. ბინგემის საყვარელი ილეთი იყო flying tackle - ნახტომში ბურთის უხეში ართმევა, თითქმის რესტლინგის ილეთს აკეთებსო. ერთ-ერთ მატჩში მან ისე აგრესიულად შეუტია მეტოქეს, რომ დაზარალებულმა პოლიციაში იჩივლა. მარკისგან თითის ანაბეჭდები აიღეს და აღრიცხვაზე აიყვანეს, ის კი დადიოდა და პარტნიორებთან კრიმინალურ ცხოვრებაზე ხუმრობდა. ეს თითის ანაბეჭდები დაეხმარა კრიმინალისტებს 2011 წლის სექტემბერში, United Airlines-ის 93-ე რეისის დაღუპვისას გვამების ამოცნობაში.

მარკმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ აღიარება გამოსაშვებ საღამოზე გააკეთა. თითქმის ყველა ახლო მეგობარმა იცოდა, რომ გეი იყო. მაგრამ ბევრი ადამიანი გაკვირვებული დარჩა - მათ შორის, დედამისი. ელისი აღიარებდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ იტანდა გეებს, მაგრამ შვილის აღიარების შემდეგ, მსოფლმხედველობა შეიცვალა.

გამოსაშვები საღამოს შემდეგ, მარკმა დატოვა დასავლეთი სანაპირო და ნიუ იორკში გადავიდა. ბინგემმა პიარ-სააგენტო გახსნა და თავის მუდმივ პარტნიორთან პოლ ჰოლმთან ერთად ცხოვრობდა.

* * *
2011 წლის 11 სექტემბრის დილა საშინლად დაიწყო: მარკმა ვერ გაიგონა მაღვიძარას ხმა, ჩაეძინა და გიჟივით გაიქცა აეროპორტში - ის Chi Psi-ის საძმოს ერთ-ერთი წევრის მეჯვარე უნდა ყოფილიყო და არ შეეძლო სან ფრანცისკოს რეისის გამოტოვება. მაგრამ ბინგემს გაუმართლა: ტაქსისტმა მოასწრო და მარკი ბოლო მომენტში შევარდა 93 United Airlines-ის ბორტზე. კაბინასთან ახლოს დაჯდა (ადგილი 4D) დიდი მამაკაცის გვერდით, რომელმაც მაშინვე გაუწოდა ხელი.

მას ტოდ ბიმერი ერქვა. როგორც გაირკვა, მარკმა სულ ტყუილად ირბინა: მჭიდრო ტრეფიკის გამო, გაფრენა 40 წუთით გადაიდო. და აი, თვითმფრინავი, როგორც იქნა, აფრინდა, მეზობელმაც შეწყვიტა შფოთვა. მარკის თვითმფრინავის აფრენიდან ოთხი წუთის შემდეგ, პირველი თვითმფრინავი შეასკდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს.

აფრენიდან 30 წუთის შემდეგ, დაძაბულობამ იკლო: თვითმფრინავმა სიმაღლე დაიჭირა, გამოირთო ტაბლო: "შეიკარით ქამრები". რაღაც გემრიელის სუნი დატრიალდა ფარდის უკან. თვითმფრინავის ბოლოში აწკარუნდა ურიკა ჭურჭლითა და საკვებით. მხოლოდ კაპიტნის ხმა იყო ოდნავ ნერვული (აფრენიდან 40 წუთის შემდეგ, პილოტებმა მიიღეს გაფრთხილება: "მოსალოდნელია კაბინაში შეჭრა. კამიკაძე-ტერორისტები მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახნენ").

როცა საკვების ურიკამ გვერდზე ჩაუარა, მარკის არაბი მეზობელი, რომელიც 3D-ზე იჯდა, ადგა და კაბინისკენ დაიძრა. კიდევ ორი შავგრემანი ბიჭი უკან გაჰყვა. 9:28-ზე დისპეტჩერებმა მიიღეს შეტყობინება - "Mayday" (უბედურების საერთაშორისო სიგნალი), კიდევ 35 წამში კი გაიგონეს ყვირილი კაბინიდან: "Mayday! გადით აქედან! გადით!"

თვითმფრინავი ოთხმა ტერორისტმა გაიტაცა. სამმა მათგანმა 37 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი თვითმფრინავის ბოლოში გადაიყვანა, რათა წინააღმდეგობის რისკი ნაკლები ყოფილიყო. მეოთხემ თვითმფრინავის მართვა აიღო თავის თავზე, შემდეგ კი ოთხივე კაბინაში გამაგრდა.

"ქალბატონებო და ბატონებო, - გაიგონეს მგზავრებმა ხმა აქცენტით. - ლაპარაკობს კაპიტანი. გთხოვთ, დასხედით და არ გაინძრეთ. ჩვენ ბომბი გვაქვს. ასე რომ, იჯექით".

ამ დროს, ტყუპი კოშკები ცეცხლში იყო გახვეული, მესამე თვითმფრინავი პენტაგონს შეასკდა. რეისმა 93-მა კურსი ფრისკოდან ვაშინგტონისკენ შეიცვალა კურსი.

მარტო დარჩენილმა მგზავრებმა და ბორტგამცილებლებმა დედამიწაზე რეკვა დაიწყეს. 35-დან მხოლოდ 12 ზარზე იყო პასუხი. ერთ-ერთი ბედნიერი აღმოჩნდა მარკის მეზობელი ტოდი. მას ცოლმა მოუყვა ნიუ იორკში მომხდარის შესახებ. მგზავრები მიხვდნენ, რომ თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელთ. და კაბინის შტურმზე მოილაპარაკეს. Let's roll! ("შეესიეთ") - იყვირა ბიმერმა. შემდეგ ეს ფრაზა გაიშიფრა ჩანაწერებში და XXI საუკუნეში ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგად გადაიქცა.

მარკი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც სტიუარდესას ურიკით კაბინის კარს ამტვრევდა. ის დიდი ხანი ვერ ახერხებდა დედასთან დაკავშირებას, მაგრამ, როცა თვითმფრინავი ქვემოთ დაეშვა, სიგნალი გავიდა.

"კაბინის კარს ვამტვრევთ. გჯერა ჩემი?" - იკითხა მარკმა. დედამ დაიფიცა, რომ სჯერა მისი და იკითხა - ვინ გაიტაცა თვითმფრინავი. ვაჟი რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ, კავშირი გაწყდა.

როგორც კი ზარი გაწყდა, ელისმა ჩართო ტელევიზორი და დაინახა ჯოჯოხეთი. მან ფრისკოს აეროპორტში დარეკა, სადაც ოფიციალური ინფორმაცია წაუკითხეს იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი 40 წუთით აგვიანებდა. რამდენიმე საათი ნერვიულობის შემდეგ, დედამ შეიტყო, რომ რეისი 93 ვაშინგტონიდან 20 წუთის საფრენ მანძილზე დედამიწას დაენარცხა. დაცემისას სიჩქარე საათში 903 კილომეტრი იყო. დარტყმისგან 12-მეტრიანი დიამეტრისა და 3 მეტრი სიმაღლის ორმო წარმოიშვა. ვერც ერთი მგზავრი ვერ გადარჩა.

მარკ ბინგემი უკვდავყოფილია: მის სახელს ატარებს რამდენიმე საფეხბურთო ტურნირი, სპორტული მოედანი და სტიპენდია. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო ჯილდოები, მისი პერსონაჟი ჩნდება ფილმში "დაკარგული რეისი".

ოდესღაც, ცაში მუშაობა დაეხმარა ელისს შვილი ხალხში გაეყვანა და აღეზარდა ადამიანად, რომელიც მზად იყო სხვებისთვის გაეწირა სიცოცხლე. სანაცვლოდ, ზეცამ წაიღო ის ერთადერთი, რომელსაც მარტოხელა ქალი უძვირფასესად მიიჩნევდა. მაგრამ ის აგრძელებს ცხოვრებას:

"მანუგეშებს აზრი იმის შესახებ, რომ ცხოვრების ბოლო წუთები მარკმა ბრძოლაში გაატარა. მანუგეშებს აზრი, რომ მან მე დამირეკა, მისი ფიქრები მასთან იყო, ვინც უყვარდა. და ჩემთვის მანუგეშებელია აზრი, რომ მარკმა ხელი შეუშალა ტერორისტების გეგმის განხორციელებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მორალი არ არის რომ გეები ვაჟკაცები არიან, მორალი ის არის რომ ამ ადამიანმა შეძლო შიშისთვის ეჯობნა და სხვებიც აეყოლიებინა. ასეთი ადამიანები მიხედავად ორიენტაციისა პატივისცემას იმსახურებენ.
irakli
14 მაისი 2017 15:14
0
სათაური ასეთი რომ იყოს... "ფეხბურთელი, რომელმაც 11 სექტემბერს ვაშინგტონი გადაარჩინა", სპორტულ საიტს უფრო არ შეესაბამება?
Qartveli888
14 მაისი 2017 10:40
0
გეებს პატივს არ ვცემ მაგრამ!!! ეს გამონაკლისია. ისე კარგი იქნებოდა ..... გაფრთხილებოდა
ნიკა
13 მაისი 2017 22:02
0
...და მორალი - რა კარგები და რა "ვაჟკაცები" არიან გეები?!
brola*
13 მაისი 2017 20:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული