თითო მოგება-წაგება ჩეხეთსა და პოლონეთში

AutoSharing Option
პლაჟბურთის მსოფლიო ტურმა ეტაპმა აზიიდან ევროპაში გადმოინაცვლა. ჩინეთში გამართული ორი ეტაპის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო პლაჟბურთელებს პოლონეთი და ჩეხეთი მასპინძლობს. პრაღაში, სადაც ვაჟთა ტურნირი იმართება FIVB-ის ოფიციალური ტექნიკური სუპერვაიზერი, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანია.

ქართული წყვილი გეორ-გია, რომელიც მე-16 ნომრადაა განთესილი, ასპარეზობაში ძირითადი ბადედან ჩაერთო. პირველი შეხვედრა ჩვენმა ფრენბურთელებმა მე-16 ნომრად განთესილ ფრანგულ დუეტ კეს-კისთან ორ სეტში წააგეს - 24:26, 16:21. მერე კი, 32- ნომრად განთესილ კანადურ წყვილ ჰართი-შახნერს მოუგეს - 2:1 (21:11, 11:21, 15:10).

გეორ-გია დღეს მე-18 ნომრად განთესილ
იტალიერ ძმებს ირგნოსოებს შეხვდება. ჩვენ ფრენბურთელებს წაგების უფლება აღარ აქვთ.

პოლონურ მიშლოვიცეში კი ქალების შეჯიბრებაში, საქა-რთველომ, რომელიც ტურნირზე მე-17 ნომრადაა განთესილი პირველ შეხვედრაში მე-16 ნომერი შვეიცარიული დუეტი კუნი-ცმუკერი ორ სეტში დაამარცხა. მეორე მატჩში კი მეტოქე ბევრად უფრო ძლიერი, ტურნირის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიური დუეტი ტალიტა-ანტონელი იყო. ჩვენმა ფრენბურთელებმა პირველი სეტი მოიგეს - 21:19, მაგრამ მერე ზედიზედ ორი წააგეს - 17:21, 12:15.

საქა-რთველო დღეს მე-18 ნომრად განთესილ კანადურ წყვილ ლიზარდ-მარტინს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული